არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4479
EUR
1 EUR
2.8660
RUB
100 RUB
3.9322
17-07-2018
ექსპერტი - ურანის იმ რაოდენობით, რომელიც სუს-მა ამოიღო, შესაძლებელია ე.წ. ჭუჭყიანი ბომბი დამზადებულიყო
16:58 28-04-2016
ექსპერტი - ურანის იმ რაოდენობით, რომელიც სუს-მა ამოიღო, შესაძლებელია ე.წ. ჭუჭყიანი ბომბი დამზადებულიყო გარემოს დაცვის სამინისტროს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარატმენტის უფროსის, გიორგი ნაბახტიანის ინფორმაციით, ურანის იმ რაოდენობით, რომელიც  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამოიღო, ე.წ. ჭუჭყიანი ბომბის დამზადება იყო შესაძლებელი. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ნაბახტიანმა განუცხადა, რადიოაქტიური ნივთიერება ურანი, რომლის საერთო წონა 1,665 გრამს შეადგენს და შეიცავს 2 რადიოაქტიურ იზოტოპს: ურან 238-სა და მცირე ოდენობით 0, 23 პროცენტ ურან 235-ს ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, რადგან მასალასთან კონტაქტიც კი დასხივებას იწვევს.

რადიაციული დაცვის სპეციალისტის განცხადებით, ურან 235-ს, რომელსაც ამოღებული მასალა შეიცავს, ბირთვულ ბომბში გამოიყენებენ, ურან 238 - არა.

”თუ ადამიანი მის სიახლოვეში იმყოფება, ის განიცდის დასხივებას. ამ მასალისგან შეიძლება ასევე დამზადდეს ე.წ. ჭუჭყიანი ბომბი. ანუ შეიძლება დამზადდეს ასაფეთქებელი მოწყობილობა და მისი აფეთქების შემდეგ, აღნიშნული ნივთიერება გაიფრქვეს ჰაერში, რაც გარშემო რადიაქტიულ დაბინძურებას გამოიწვევს, ან ვიღაცა ჩაყლაპავს გაფრქვეულ ნაწილაკს”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” გიორგი ნაბახტიანმა.

რაც შეეხება რადიაქტიული ნივთიერების გაფრქვევის რადიუსს, რადიაციული დაცვის სპეციალისტი განმარტავს, რომ ეს თავად ასაფეთქებელ მოწყობილობაზეა დამოკიდებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ქობულეთში ბირთვული მასალის - რადიოაქტიური ნივთიერება ურანის უკანონო გასაღების ფაქტზე საქართველოს კიდევ ხუთი მოქალაქე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პირების დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც მათ ბირთვული მასალა გასაღების მიზნით ქობულეთში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მიიტანეს. დაკავებულები ურანის გაყიდვას 3 მილიონ აშშ დოლარად აპირებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
„თავისუფალი საქართველო“ - სახელისუფლებო მედიას გამოძიების მასალებს პროკურატურა აწვდის
„თავისუფალი საქართველო“ საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის დეპარტამენტს მიმართავს, ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე,
მცხეთის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს