არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4479
EUR
1 EUR
2.8660
RUB
100 RUB
3.9322
17-07-2018
ქობულეთში მამაკაცს პედოფილიაში ადანაშაულებენ და ლინჩის წესით მის გასამართლებას ითხოვენ
20:55 02-05-2016
ქობულეთში მამაკაცს პედოფილიაში ადანაშაულებენ და ლინჩის წესით მის გასამართლებას ითხოვენ ქობულეთის ერთ-ერთ უბანში 200-მდე ადამიანი 65 წლამდე მამაკაცს პედოფილაში ადანაშაულებს და ლინჩის წესით მის გასამართლებას ითხოვს. ადგილობრივები ქუჩაში არიან გამოსული და "იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცს სადმე იპოვნიან, ჩაქოლავენ". ქობულეთლები ამბობენ, რომ აფთიაქის მფლობელი მამაკაცი მეზობლის 11 წლის გოგონას "კამფეტების შეთავაზებით მანქანაში ეპატიჟებოდა". მეზობლების ინფორმაციით, 65 წლამდე ასაკის მამაკაცი წარსულში გაუპატიურებისთვისაა ნასამართლევი.

ბავშვის დედამ პოლიციას დღეს მიმართა და ახლა დაკითხვაზეც იმყოფებოდა. ბავშვს მამა არ ჰყავს. გოგონა ამჟამად ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშაა. სავარაუდო ეჭვმიტანილის აფთიაქსა და საცხოვრებელ სახლს პოლიცია იცავს. ადგილზე იმყოფება ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძეც.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ცნობით, დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში დაიწყება გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზაზა სარალიძე პროკურატურაში შეხვედრას გამართავს
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ადვოკატთან და სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ერთად პროკურატურაში შეხვედრას გამართავს.
„თავისუფალი საქართველო“ - სახელისუფლებო მედიას გამოძიების მასალებს პროკურატურა აწვდის
„თავისუფალი საქართველო“ საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის დეპარტამენტს მიმართავს, ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე,
მცხეთის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს