არქივი
«« აგვისტო 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3895
EUR
1 EUR
2.8067
RUB
100 RUB
4.0213
19-08-2017
თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომლები სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს
13:49 27-12-2016
თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომლები სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ყოფილი თანამშრომლები აპირებენ სასამართლოს მიმართონ, - ამის შესახებ სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ყოფილმა თანამშრომლმა შოთა მათითაიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”21 დეკემბერს, დაახლოებით 100 თანამშრომლამდე გამუშვეს მარტო აღმოსავლეთ ბატალიონიდან, ხოლო დასავლეთ ბატალიონში 40 თანამშრომელი გაათავისუფლეს. მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის განცხადებით, ეს შეეხო მხოლოდ სამოქალაქო პირებს და ამას ოპტიმიზაცია დაარქვეს, მაგრამ ჩვენთან, სამოქალაქო პირებთან ერთად გაათავისუფლეს პოლიციის ოფიცრები და სამხედრო ოფიცრები. ეს იმას დააბრალეს, რომ გაბერილი შტატები იყო”, - განაცხადა მათითაიშვილმა.

მისივე თქმით, მათ ადგილებზე უკვე დაიწყეს სხვა კადრების დანიშვნა.

”ჩვენი მოთხოვნაა სასწრაფოდ აღგვადგინონ სამსახურებში, ან რამე ალტერნატივა შემოგვთავაზონ. ჩვენ უნდა მივმართოთ სასამართლოს და შემდეგ გადავწყვეტთ რა და როგორ იქნება”, - განაცხადა მათითაიშვილმა.

როგორც მან განმარტა, რეორგანიზაციასთან დაკავშირებით თანამშრომლებს ყველაზე ცოტა 3 თვით ადრე უნდა შეატყობინონ, ხოლო მათ შემთხვევაში ასე არ მოხდა.

”6-7 დეკემბერს საღამოს დაგვირეკეს სამსახურიდან, თქვენი შტატები უქმდება და დაელოდეთ, რომ გათავისუფლებული იქნებით სამსახურიდანო. 21 დეკემბერს კი, გამოგვიცხადეს, რომ გათავისუფლებულები ვართ”, - განაცხადა მათითაიშვილმა.

მისი განცხადებით, მათთვის ალტერნატივა უნდა შეეთავაზებინათ.

”გათავისუფლებულებისგან ზოგს ცოლი ჰყავს დაღუპული, მე ცოლი მყავს ცუდად, 5 ოპერაცია აქვს გაკეთებული ხერხემალზე, ზოგს 6 ბავშვი ჰყავს. ჩვენ სად უნდა წავიდეთ სხვაგან?” - განაცხადა მათითაიშვილმა.

"გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემაც თქვა, რომ გაგრძელდება რეორგანიზაციები და ცვლილებები, მარტო ბატალიონებს არ შეეხება, დეპარტამენტსაც შეეხება", - განაცხადა შოთა მათითაიშვილმა.
მისივე თქმით, თანამშრომლების გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ისინი გამოუცდელი კადრები არიან.
"ჩვენ როგორც ტელევიზიით მოვისმინეთ, ჩვენ ვიყავით გამოუცდელი კადრები და სჭირდებოდათ უფრო გამოცდილი სამხედროები. ჩვენ წლებია ამ სამსახურში ვმუშაობთ. თანამშრომლები არიან ვინც ათი წელი მუშაობს, სამხედრო კოდი აქვთ მინიჭებული, გავლილი აქვთ სამხედრო აკადემია, უნიჭიერსი ხალხი, ისინი სამსახურის გარეთ დატოვეს", - განაცხადა შოთა მათითაიშვილმა.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საგამოძიებო სამსახური GEM FEST-ის ფარგლებში შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 2017 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე
გიორგი სიგუა - გაირკვა, რომ არავინ არაფერში ბრალს არ გვდებს და არავინ გვიჩივის
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გუშინ „ჯემ ფესტის“ დამფუძნებელი, გიორგი სიგუა გამოკითხეს. როგორც სიგუამ ჟურნალისტებს განუცხადა,
ისნის ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
ისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
ისნის ბაზრობაზე ხანძრის ლიკვიდაციას 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ცდილობს
ისნის ბაზრობაზე ხანძრის ლიკვიდაციას 20-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ცდილობს
ისნის ბაზრობაზე, ე.წ. "დაშლილებში" ძლიერი ხანძარია
ისნის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. ცეცხლი ე.წ.დაშლილების ტერიტორიაზეა გავრცელებული.