არქივი
«« აგვისტო 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3895
EUR
1 EUR
2.8067
RUB
100 RUB
4.0213
19-08-2017
შალვა ხუციშვილი - საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ე.წ. ფარულ მოსმენებზე ეფექტურ კონტროლს აღმასრულებელი ხელისუფლება ახორციელებს
08:47 11-01-2017
შალვა ხუციშვილი - საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ე.წ. ფარულ მოსმენებზე ეფექტურ კონტროლს აღმასრულებელი ხელისუფლება ახორციელებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის თქმით, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ე.წ. ფარულ მოსმენებზე ეფექტურ კონტროლს აღმასრულებელი ხელისუფლება ახორციელებს. ამის შესახებ ხუციშვილმა ჟურნალისტებს ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონმდებლობის შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„საერთაშორისო პრაქტიკა განსხვავებულია, ზოგან როგორ არის, ზოგან - როგორ, თუმცა ყველგან ამ სისტემაზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლება. ჩვენთვის მთავარია, სახელმწიფო უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. მთავარია, რომ მოხდა პოზიციების თანხვედრა, რომ ამ სამუშაო ჯგუფმა უნდა დავაბალანსოთ, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებები და მეორე მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოება“, - განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, გუშინდელ შეხვედრაზე არ ყოფილა კონკრეტული მსჯელობა იმაზე, ვის უნდა დარჩეს ე.წ. „გასაღები“ და აღნიშნული საკითის განხილვა უკვე მომავალ კვირას გაგრძელდება. „რაც მთავარია, ყველა მხრიდან სამუშაო ფორმატი არის ძალიან კონსტრუქციული და იმედი მაქვს, რომ ამ ფორმატში შეთანხმებას მივაღწევთ“, - დასძინა ხუციშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარლამენტმა 31 მარტამდე უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ფარული მიყურადების საკითხს ეხება.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საგამოძიებო სამსახური GEM FEST-ის ფარგლებში შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 2017 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე
გიორგი სიგუა - გაირკვა, რომ არავინ არაფერში ბრალს არ გვდებს და არავინ გვიჩივის
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გუშინ „ჯემ ფესტის“ დამფუძნებელი, გიორგი სიგუა გამოკითხეს. როგორც სიგუამ ჟურნალისტებს განუცხადა,
ისნის ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
ისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
ისნის ბაზრობაზე ხანძრის ლიკვიდაციას 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ცდილობს
ისნის ბაზრობაზე ხანძრის ლიკვიდაციას 20-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ცდილობს
ისნის ბაზრობაზე, ე.წ. "დაშლილებში" ძლიერი ხანძარია
ისნის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. ცეცხლი ე.წ.დაშლილების ტერიტორიაზეა გავრცელებული.