არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
21-01-2018
პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
12:29 11-01-2017
პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის აკრძალული საგნის, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სამინისტროდან აცნობეს, დაკავებულია მოქალაქე ნ.ჭ, რომელიც N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულის ს.შ-სთვის ამანათის შეგზავნის მიზნით დაწესებულების საამანათო განყოფილებაში მივიდა.

”შესაბამისი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მის მიერ წარდგენილ ს.შ-სთვის განკუთვნილ ტანსაცმელში მალულად იყო ჩაკერებული ვერცხლისფერ ქაღალდში შეხვეული ორი ცალი პოლიეთილენის პაკეტი, რომლებშიც მოთავსებული იყო 0.046141 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი". ნ.ჭ. ადგილზე დააკავეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-378-ე პირველი პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რუსთავში, მდინარე მტკვარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რუსთავში, მდინარე მტკვარში და მტკვრის სანაპიროზე ინტენსიური
პროკურატურა ,,ენმ“-ის პოლიტსაბჭოს წევრის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვის დაკავებული პირისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის ალეკო კვახაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე
პირი, რომელიც გლდანში პოლიციელებს გაექცათ, დაკავებულია
სამართალდამცველებმა ის პირი დააკავეს, რომელმაც 15 იანვარს გლდანში, პოლიციის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე
სააპელაციო სასამართლოში ხვალ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატების სარჩელი განიხილება
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხვალ დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატების სარჩელი განიხილება.
მოსამართლე ”ბასიანის” საქმეზე - ბრალდებული აღიარებდა დანაშაულს, ინანიებდა, არ იყო ნასამართლევი - საზოგადოების განწყობა და სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება ერთმანეთს არ დაემთხვეს
კლუბ "ბასიანში" მომხდარი ინციდენტის საქმის მოსამართლე პირველ ინსტანციაში, ბადრი შონია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის
პროკურატურის ინფორმაციით, საბა სამუშიამ რესტორანში ოთხი ადამიანი დაჭრა
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საბა სამუშიამ რესტორანში ოთხი ადამიანი დაჭრა.
ნათია სონღულაშვილი სააკაშვილის ექსტრადირებაზე- მოლოდინის რეჟიმში ვართ, რათა უკრაინის მხარემ შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციები გაატაროს
პროკურატურამ ყველა შესაძლო მტკიცებულება გადააგზავნა უკრაინაში, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს წევრმა ნათია სონღულაშვილმა
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ გიორგი ჭანტურია გამოკითხვაზე კვლავ დაიბარონ
გიორგი ჭანტურიას ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოკითხვაზე კვლავ დაიბარონ. როგორც ქვემო
7-საათიანი გამოკითხვის შემდეგ , გიორგი ჭანტურიამ ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველო დატოვა
7-საათიანი გამოკითხვის შემდეგ , გიორგი ჭანტურიამ ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველო დატოვა. სამხარეო პოლიციის