არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4738
EUR
1 EUR
2.9661
RUB
100 RUB
4.2619
20-09-2017
ზაზა ხატიაშვილი - 21-ე საუკუნეში, ადვოკატს უარი უთხრა ჩააბაროს საჩივარი პროკურატურის კანცელარიაში, ფეოდალიზმის დამკვიდრების მცდელობაა
13:07 11-01-2017
ზაზა ხატიაშვილი - 21-ე საუკუნეში, ადვოკატს უარი უთხრა ჩააბაროს საჩივარი პროკურატურის კანცელარიაში, ფეოდალიზმის დამკვიდრების მცდელობაა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი „პროკურატურას ფეოდალიზმის დამკვიდრებაში“ ადანაშაულებს, - აღნიშნულის შესახებ ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ”ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:

”ფეოდალიზმი სამეგრელოს პროკურატურაში. ზუგდიდის რაიონული პროკურატურა და სამეგრელო ზემო-სვანეთის საოლქო პროკურატურა განლაგებულია ერთ შენობაში, რომელიც ქალაქ ზუგდიდში მდებარეობს.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს, რომელთაც სურთ საჩივარი, ან განცხადება პირადად შეიტანონ პროკურატურის კანცელარიაში, ეკრძალებათ პროკურატურის შენობაში შესვლა და კანცელარიის მეშვეობით საჩივრის ან განცხადების შეტანა.

პროკურატურის შენობის შესასვლელში დგას ორი ჯარისკაცი, რომლის მოვალეობაში, სავარაუდოდ, შედის ადვოკატის მიერ პროკურატურაში შესატანი საჩივრის, ან განცხადების წაკითხვა და შემდგომში კანცელარიაში ჩაბარება. სამეგრელოში მოღვაწე ადვოკატების ინფორმაციით, დამამცირებელია ის ფაქტი, რომ მათ ეკრძალებათ პროკურატურის კანცელარიაში შესვლა და საჩივარს ან განცხადებას მხოლოდ შენობის წინ მდგომი ჯარისკაცის მეშვეობით აბარებენ.

ზუგდიდის რაიონული პროკურატურა და სამეგრელო ზემო-სვანეთის საოლქო პროკურატურა უხეშად არღვევენ ადვოკატის უფლებებს და ადვოკატს უკრძალავენ განახორციელოს თავისი საქმიანობა ყოველგვარი ჩარევის და შეზღუდვის გარეშე.

გაერო-ს ძირითადი პრინციპები ადვოკატის როლის შესახებ, რომელსაც აქვს კანონის ძალა ადგენს: მუხლი16: სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ადვოკატებმა შეძლონ თავიანთი პროფესიული საქმიანობის შესრულება, დაშინების, დაბრკოლების, ღირსების შელახვის და არასათანადო ჩარევის გარეშე.

მუხლი 10. არც ერთ სასამართლოს, ან ადმინისტრაციულ ორგანოს, სადაც აღიარებულია წარმომადგენლობაზე უფლება, არა აქვს უფლება უარი უთხრას ადვოკატს წარსდგეს სასამართლოს წინაშე თავისი კლიენტის დასაცავად.

21-ე საუკუნეში, ადვოკატს უარი უთხრა ჩააბაროს საჩივარი, ან განცხადება პროკურატურის კანცელარიაში, ეს არის ფეოდალიზმის დამკვიდრების მცდელობა.

ევროკავშირში შესვლის მსურველი საქართველოს მიერ, ფეოდალური მიდგომა ადვოკატებთან მიმართებაში, რომელიც არ ხდება არც ერთ ნორმალურ სახელმწიფოში, მიუთითებს საქართველოში ადვოკატის ინსტიტუტის დაკნინებას სახელმწიფო დონეზე.

საქართველო როგორც იქნა გამოვიდა „დემოკრატიის შუქურას“ მმართველობის ხანიდან, რომელმაც ქვეყანა სამართლებრივ ჭაობში შეიყვანა, მაგრამ სამწუხაროდ ისევ „ფეოდალიზმის შუქურას“ ხანისკენ მიექანება”, - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 პარლამენტის შენობასთან ბეჟან გუნავა დააკავეს
პარლამენტთან „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების შიმშილობის აქციაზე ბეჟან გუნავა დააკავეს. მანამდე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებსა
 თემქაზე დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია
თემქაზე დაჭრილ მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. ექიმების განცხადებით,
 უზენაეს სასამართლოს CEPEJ-ს შეფასების მისია ეწვია
საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და მართლმსაჯულების ეფექტურობის ევროპულ კომისიაში დღეს, საქართველოს წარმომადგენლის
 გლდანის ერთ-ერთ კორპუსში და-ძმის ცხედრები იპოვნეს
თბილისში, გლდანის რაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვნეს.
 გოგა ხაინდრავა სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ბადრი ბიწაძის დაკითხვას ითხოვს
გოგა ხაინდრავა სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ბადრი ბიწაძის დაკითხვას ითხოვს. ხაინდრავას თქმით, ვინაიდან ეკა გიგაურთან
ადვოკატის ინფორმაციით, ეკა გიგაურის საზღვრის დაცვის დეპარტამენტში მუშაობისას, პრემიები ბარისახოს მესაზღვრეებზე გაიცა და ამას 7 ნოემბრის აქციასთან კავშირი არ ჰქონდა
ეკა გიგაურის ადვოკატის, თეონა ზაქარეიშვილის ინფორმაციით, პრემიები მისი მარწმუნებლის საზღვრის დაცვის დეპარტამენტში მუშაობისას ბარისახოს
სოფელ ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
სოფელ ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით, საქმე ნარკორეალიზატორს უკავშირდება.
ელიავასთან მამაკაცი მტკვარში გადავარდა
ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ხიდიდან მამაკაცი მტკვარში გადავარდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,
სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.