არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
21-01-2018
შსს - ესპანეთში 61 ქართველი არა დღეს, არამედ 3 თვის წინ ერთობლივი ოპერაციის შედეგად დააკავეს
21:37 11-01-2017
შსს - ესპანეთში 61 ქართველი არა დღეს, არამედ 3 თვის წინ ერთობლივი ოპერაციის შედეგად დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესპანეთში 61 ქართველი 3 თვის წინ დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, 61 ქართველის დაკავებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, მაგრამ არა დღეს, არამედ სამი თვის წინ.


„რამდენიმე საათის წინ ესპანურ მედიაში 61 ქართველის დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია 3 თვის წინანდელ შემთხვევას ეხება, როდესაც ქართველები ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ხოლო დღეს დაკავებას ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ დღეს, ესპანურ მედიაში მოხდა ინფორმაციის განახლება“, - განმარტეს შსს-ში.

ესპანეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით კი, ეს იყო ოპერაცია, სახელწოდებით ”იკონ 2”, რომელიც 2016 წლის 29 ნოემბერს ჩატარდა. აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებით ესპანეთის შსს-ს ვებ გვერდზე მხოლოდ დღეს გამოქვეყნდა ინფორმაცია. „საელჩოს ხელთ არსებული ცნობებით, ოპერაცია ”იკონ 2”-ის თაობაზე მომზადდა სპეციალური სატელევიზიო გადაცემა, ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით, რომელიც ეთერში ესპანურ არხებზე დღეს უნდა გავიდეს და გადაცემაში აღინიშნება, რომ ევროპის საერთაშორისო საპოლიციო ურთიერთდახმარების ფარგლებში, პირველად მოხდა თანამშრომლობა საქართველოსა და ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის. განსაკუთრებით არის გადაცემაში ხაზგასმული ოპერაციებში ქართული მხარის მონაწილეობა“, - განმარტეს საელჩოში.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, ადგილობრივმა გამოცემა elmundo-მ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქართული მაფიის 61 წევრი დააკავეს. მათივე ცნობით, დამნაშავეთა კლანში 9 სხვადსხვა დაჯგუფება შედიოდა და ისინი ძირითადად ყაჩაღობით იყვნენ დაკავებული. ქართველებთან ერთად ესპანეთის 8 მოქალაქეც დააპატიმრეს. „სპეცოპერაციის შედეგად 35 000 ევრო, ძვირადღირებული ტექნიკა, ძვირფასეულობა და ათასობით კოლოფი სიგარეტი ამოიღეს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ნაძარცვი თანხის უმეტესი ნაწილი საქართველოში გადარიცხეს“, - წერს elmundo.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რუსთავში, მდინარე მტკვარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რუსთავში, მდინარე მტკვარში და მტკვრის სანაპიროზე ინტენსიური
პროკურატურა ,,ენმ“-ის პოლიტსაბჭოს წევრის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვის დაკავებული პირისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის ალეკო კვახაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე
პირი, რომელიც გლდანში პოლიციელებს გაექცათ, დაკავებულია
სამართალდამცველებმა ის პირი დააკავეს, რომელმაც 15 იანვარს გლდანში, პოლიციის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე
სააპელაციო სასამართლოში ხვალ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატების სარჩელი განიხილება
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხვალ დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატების სარჩელი განიხილება.
მოსამართლე ”ბასიანის” საქმეზე - ბრალდებული აღიარებდა დანაშაულს, ინანიებდა, არ იყო ნასამართლევი - საზოგადოების განწყობა და სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება ერთმანეთს არ დაემთხვეს
კლუბ "ბასიანში" მომხდარი ინციდენტის საქმის მოსამართლე პირველ ინსტანციაში, ბადრი შონია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის
პროკურატურის ინფორმაციით, საბა სამუშიამ რესტორანში ოთხი ადამიანი დაჭრა
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საბა სამუშიამ რესტორანში ოთხი ადამიანი დაჭრა.
ნათია სონღულაშვილი სააკაშვილის ექსტრადირებაზე- მოლოდინის რეჟიმში ვართ, რათა უკრაინის მხარემ შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციები გაატაროს
პროკურატურამ ყველა შესაძლო მტკიცებულება გადააგზავნა უკრაინაში, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს წევრმა ნათია სონღულაშვილმა
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ გიორგი ჭანტურია გამოკითხვაზე კვლავ დაიბარონ
გიორგი ჭანტურიას ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოკითხვაზე კვლავ დაიბარონ. როგორც ქვემო
7-საათიანი გამოკითხვის შემდეგ , გიორგი ჭანტურიამ ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველო დატოვა
7-საათიანი გამოკითხვის შემდეგ , გიორგი ჭანტურიამ ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველო დატოვა. სამხარეო პოლიციის