არქივი
«« აგვისტო 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3895
EUR
1 EUR
2.8067
RUB
100 RUB
4.0213
19-08-2017
პროკურორი ახვლედიანის დაკითხვაზე - გამოძიება სვამს შეკითხვებს ნებისმიერ იმ საკითხზე, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს
15:14 17-02-2017
პროკურორი ახვლედიანის დაკითხვაზე - გამოძიება სვამს შეკითხვებს ნებისმიერ იმ საკითხზე, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს გამოძიება სვამს შეკითხვებს ნებისმიერ იმ საკითხზე, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, - ამის შესახებ პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, კითხვები, რომელიც მოსამართლის წინაშე მიმდინარე გამოკითხვისას დაისვა, იმ საქმეს ეხებოდა, რომელზეც ძიებაა დაწყებული, კერძოდ მამუკა ახვლედიანსა და ნიკა გვარამიას შორის გამართული შეხვედრის აუდიოჩანაწერის საქმეს.

”შეკითხვების ძირითადი ნაწილი შეეხებოდა სწორედ იმ საკითხს, რაზეც მიმდინაროებს გამოძიება, მაგრამ სამართალდამცველი უწყება ვალდებულია საქმე გამოიძიოს ყოველმხრივად, მათ შორის ნებისმიერი დანაშაული, რაც შესაძლოა იკვეთებოდეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე. შესაბამისად, შეკითხვები შეეხებოდა როგორც შინაარსობრივ მხარეს, ასევე პირადი საუბრის უნებართვო მოპოვება-გავრცელების საკითხს”, - განაცხადა მარიამ გოგორელიანმა.

რაც შეეხება მამუკა ახვლედიანის მიერ დასახელებულ პირს, ვის სახლშიც შეხვედრა შედგა, როგორც პროკურორმა აღნიშნა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მის ვინაობას ვერ დაასახელებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ისნის ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
ისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
ისნის ბაზრობაზე ხანძრის ლიკვიდაციას 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ცდილობს
ისნის ბაზრობაზე ხანძრის ლიკვიდაციას 20-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ცდილობს
ისნის ბაზრობაზე, ე.წ. "დაშლილებში" ძლიერი ხანძარია
ისნის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. ცეცხლი ე.წ.დაშლილების ტერიტორიაზეა გავრცელებული.