არქივი
«« აგვისტო 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3895
EUR
1 EUR
2.8067
RUB
100 RUB
4.0213
20-08-2017
ირაკლი მამალაძე - მკვლელობის მომზადების პროცესი არის ასახული იმ ჩანაწერებში, რომელიც გამოძიებაში მტკიცებულების სახით დევს
22:11 17-02-2017
ირაკლი მამალაძე - მკვლელობის მომზადების პროცესი არის ასახული იმ ჩანაწერებში, რომელიც გამოძიებაში მტკიცებულების სახით დევს მკვლელობის მომზადების პროცესი არის ასახული იმ ჩანაწერებში, რომელიც გამოძიებაში მტკიცებულების სახით დევს, - ამის შესახებ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ განაცხადა.

როგორც მან ტელეკომპანია ”იბერიას” ეთერში აღნიშნა, მკვლელობის მომზადება უკავშირდებოდა პატრიარქს და მის უახლოეს გარემოცვას, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე მამალაძე საუბარს ერიდება.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე პროკურატურისგან მტკიცებულებების გასაჯაროებას ითხოვს, რათა საზოგადოება დარწმუნდეს, რომ რეალურად მძიმე დანაშაული აღიკვეთა.

”საზოგადოება, მათ შორის ჟურნალისტებიც, მტყუან-მართლის გარკვევის ნაცვლად, უნდა ითხოვდეს პროკურატურისგან მტკიცებულებების დაუყოვნებლივ გასაჯაროებას. ეს ვიდეო და აუდიოჩანაწერი, მერწმუნეთ, ძალიან მძიმე მოსასმენი და შოკისმომგვრელია, თუმცა ამით აღკვეთილია ძალიან მძიმე დანაშაული სამართალდამცველების მიერ. ეს მძიმე დანაშაული იყო მკვლელობის მომზადება და მთელი ეს მომზადების პროცესი ასახულია ამ ჩანაწერებში, მტკიცებულებებში. ეს მკვლელობა ცალსახად უკავშირდება პატრიარქს და მის გარემოცვას. მაგრამ ამაზე გამოძიებამ საბოლოო ვერსია უნდა დადოს და გამოკვეთოს”, - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

მისივე თქმით, თუ ვის წინააღმდეგ მზადდებოდა დანაშაული, ამაზე გამოძიებამ და იმ ადამიანმა უნდა ისაუბროს, რომელიც ამ ბრალდებითაა დაკავებული. ”ამაზე უნდა ისაუბროს გამოძიებამ და იმ პირმა, ვინც ახლა დუმილის უფლებას იყენებს და არაფერს ეუბნება საზოგადოებას. ამ ადამიანმა უნდა თქვას, რას აპირებდა, ვისთან მიჰქონდა აღნიშნული მომწამვლელი ნივთიერება და ვის ლიკვიდაციას გეგმავდა. მაგრამ ცალსახად, კონტექსტი და შინაარსი ამ დანაშაულის დაგეგმვის, სწორედ ამაზე მიუთითებს, რომ მკვლელობა მზადდებოდა პატრიარქის და მისი უახლოესი გარემოცვის პირების წინააღმდეგ”, - განაცხადა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ.

ირაკლი მამალაძის თქმით, თავდაპირველად ის კატეგორიულად წინააღმდეგი იყო პროკურატურაში ან რომელიმე საგამოძიებო უწყებაში წასვლის, თუმცა მას შემდეგ, რაც მძიმე დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, მან საგამოძიებო ორგანოებს მიმართა. როგორც მამალაძემ აღნიშნა, დეკანოზ გიორგი მამალაძის მხილება მისთვის მძიმე იყო, რადგან მასთან გარკვეული ნათესაური კავშირი აქვს.

"ეს ცალსახად უკავშირდება პატრიარქს და შესაძლოა, მის გარემოცვასაც" - ირაკლი მამალაძე დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პროკურორის განმარტებით, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოტივი ბრალდებულსა და მოკლულს შორის წარმოშობილი კონფლიქტი იყო
ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის, გია შაიშმელაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის მოპოვებული მტკიცებულებების
ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სავარაუდოდ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ იაშვილის ადვოკატები საქალაქოს სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას,
საქალაქო სასამართლო ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს.
ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ იაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ მიხეილ იაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა, პროკურორ გია შაიშმელაშვილის აცილების თაობაზე, არ დააკმაყოფილა
საქალაქო სასამართლოში ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს. ბრალდებულ მიხეილ იაშვილის ადვოკატებმა საქმიდან
საქალაქო სასამართლოში ჭონქაძის ქუჩაზე მოკლული კახა ძნელაძის მეუღლე მივიდა
ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა განახლდა. საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ
ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეჩერდა
ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაწყებული პროცესი შეჩერდა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ სხდომის
ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე აცხადებს, რომ სამართალდამცავები გამოძიებასთან თანამშრომლობას აიძულებდნენ
ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ იაშვილის მეუღლე ჯულიეტა იაშვილი აცხადებს, რომ მისი მეუღლის
პროკურორი - არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომელიც ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში მიხეილ იაშვილის ბრალეულობას დაამტკიცებს
ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ იაშვილის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.
ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - გადმოცემული მტკიცებულებების საფუძველზე, მიხეილ იაშვილის დანაშაული ვერ დასტურდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა იწყება. ბრალდებულის, მიხეილ იაშვილის