არქივი
«« აგვისტო 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3895
EUR
1 EUR
2.8067
RUB
100 RUB
4.0213
19-08-2017
ირაკლი შოთაძე ყველა იმ პირს, ვისაც სამართალდამცველების მიმართ ნარკოტიკების „ჩადებაზე“ პრეტენზიები აქვს, საჩივრის დაწერას ურჩევს
16:08 20-03-2017
ირაკლი შოთაძე ყველა იმ პირს, ვისაც სამართალდამცველების მიმართ ნარკოტიკების „ჩადებაზე“ პრეტენზიები აქვს, საჩივრის დაწერას ურჩევს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ყველა იმ პირს, ვისაც სამართალდამცველების მიმართ ნარკოტიკების „ჩადებაზე“ პრეტენზიები აქვს, პროკურატურაში საჩივრის დაწერას ურჩევს. ირაკლი შოთაძე ბოლო პერიოდში პოლიციის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ სამართალდამცველები დაკავებულებს ხშირ შემთხვევაში ნარკოტიკებს „უდებენ“. როგორც შოთაძემ განაცხადა, მის უწყებას ვალდებულება აქვს პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში, ყველა ასეთი შემთხვევა შეისწავლოს.

”მეც მომისმენია პრეტენზიები ნარკოტიკების „ჩადების“ შესახებ. ერთადერთი შემიძლია ყველას ვურჩიო, ვისაც მსგავსი პრეტენზიები გააჩნია, რომ მათ შეუძიათ მომართონ პროკურატურას. ჩვენ ვალდებულება გვაქვს, ყველა შესაძლო პრეტენზია თუ საჩივარი გადავამოწმოთ და შევისწავლოთ”, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კითხვაზე, იწვევს თუ არა ეჭვს ის ფაქტი, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულთა შემთხვევაში, მოწმეები ძირითადად პოლიციელები არიან, მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ ამ შემთხევევაში მოწმეები პოლიციელების გარდა შეიძლება სხვა პირებიც იყვნენ.

”როდესაც ხდება ნარკოტების შეძენა-შენახვის საქმეზე პირის დაკავება, საგამოძიებო მოქმედებებში ძირითადად პოლიციელები არიან ჩართულები, თუმცა მოწმეები შეიძლება იყვნენ ის ადამიანებიც, ვინც დაკავებას შეესწრნენ. ყველა ფაქტზე, სადაც არსებობს პრეტენზიები და შესაძლებელია არსებობდნენ სხვა მოწმეები, ამ მოწმეების დაკითხვა ხდება სისხლის სამართლის საქმეზე. ასევე არსებობს სასამართლო კონტროლი. იქნება ეს ჩხრეკა, რაიმეს ამოღება ან სხვა საგამოძიებო მოქმედება, გადის სასამართლოს კონტროლს. როცა არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, საუბარი იმაზე, რომ პოლიციამ ჩაიდინა დანაშაული, არასწორია”, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საგამოძიებო სამსახური GEM FEST-ის ფარგლებში შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 2017 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე
გიორგი სიგუა - გაირკვა, რომ არავინ არაფერში ბრალს არ გვდებს და არავინ გვიჩივის
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გუშინ „ჯემ ფესტის“ დამფუძნებელი, გიორგი სიგუა გამოკითხეს. როგორც სიგუამ ჟურნალისტებს განუცხადა,
ისნის ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
ისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
ისნის ბაზრობაზე ხანძრის ლიკვიდაციას 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ცდილობს
ისნის ბაზრობაზე ხანძრის ლიკვიდაციას 20-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ცდილობს
ისნის ბაზრობაზე, ე.წ. "დაშლილებში" ძლიერი ხანძარია
ისნის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. ცეცხლი ე.წ.დაშლილების ტერიტორიაზეა გავრცელებული.