არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7062
EUR
1 EUR
3.2112
RUB
100 RUB
4.6278
25-11-2017
აუდიტის სამსახურის თანამშრომლები პარლამენტს, პრეზიდენტს და მთავრობას მიმართავენ
08:43 18-05-2017
აუდიტის სამსახურის თანამშრომლები პარლამენტს, პრეზიდენტს და მთავრობას მიმართავენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები ბოლო დღეებში ინსტიტუციის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ და გენერალურ აუდიტორს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის დამოუკიდებლად და მაღალპროფესიულად განხორციელებაში სრული თანადგომას უცხადებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები გამოვთქვამთ შეშფოთებას ბოლო დღეებში ჩვენი ინსტიტუციის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. პირველ რიგში გვსურს, სრული თანადგომა გამოვუცხადოთ გენერალურ აუდიტორს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის დამოუკიდებლად და მაღალპროფესიულად განხორციელებაში, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ დამოუკიდებელი და კვალიფიციური სახელმწიფო აუდიტის სამსახური დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია და გენერალურ აუდიტორზე თავდასხმა ამ ორგანიზაციისა და მისი თანამშრომლების პროფესიულ საქმიანობაზე ზემოქმედების ტოლფასია.

ჩვენთვის, უაღრესად შეურაცხმყოფელია უკანასკნელ დღეებში გამოთქმული ბრალდებები აუდიტორული საქმიანობის მიკერძოებულობის შესახებ. გვსურს ვაუწყოთ საზოგადოებას, რომ ჩვენ მიერ მომზადებული თითოეული აუდიტის ანგარიში ეფუძნება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს.
იმისათვის, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებს არ გაუჩნდეთ პროფესიულ საქმიანობაში დაუცველობის განცდა, მივმართავთ თხოვნით საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს მხარი დაგვიჭირონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობის გარანტიების სათანადო დონეზე უზრუნველყოფაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყველა თანამშრომელს ამ განცხადებით გვსურს, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთსულოვნება, ვიყოთ ერთგული დამოუკიდებლობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის მაღალი პროფესიული სტანდარტებისა და წინ აღვუდგეთ ნებისმიერ ჩარევას ჩვენს პროფესიულ საქმიანობაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
შსს-ს მიერ განახლებული ინფორმაციით, ბათუმში ხანძრის შედეგად 11 ადამიანია გარდაცვლილი
ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 11 ადამიანი. ამის შესახებ შსს-ს მიერ განახლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ნინო ბურჭულაძე - მეეჭვება, რომ სურხო დუდაევი ახმედ ჩატაევის დაცვის წევრი ყოფილიყო
გაზეთ ”კვირის პალიტრის” ჟურნალისტის, ნინო ბურჭულაძის ვარაუდით, დაკავებული პირი არ შეიძლება სურხო დუდაევი იყოს. როგორც ჟურნალისტმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი”
შსს სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით მოქალაქეებისთვის „ცხელი ხაზის“ ნომერს აქვეყნებს
ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით უკვე ამოქმედდა მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს
ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სპეცოპერაციის ადგილიდან მოშორებით, სპეცოპერაციის დაწყებამდე 4-5 საათით დააკავეს
21 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის ადვოკატი არ ადასტურებს ინფორმაცის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის დაკავება გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოხდა.
„წითელ ხიდზე“ არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის
სამართალდამცველებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, პნევმატური იარაღის უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
სამართალდამცველებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, პნევმატური იარაღის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 8 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 8 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას კახა კუკავა, დიმიტრი ლორთქიფანიძე და გიორგი ახვლედიანი ეხმაურებიან
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერი, კახა კუკავა და ”დემოკრატიული საქართველოს” წევრები,
ზაზა ხატიაშვილს ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს პრესტიჟული ჯილდო გადასცეს
ბრიუსელში ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს-(CCBE) პლენარულ სესიაზე ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის
დაცვის მხარე ტერორიზმში ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
დაცვის მხარე ტერორიზმში ბრალდებული რუსეთის მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.