არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3895
EUR
1 EUR
2.8067
RUB
100 RUB
4.0213
21-08-2017
ნონა წოწორია - ვერაფერი მოახდენს გავლენას ჩემს მიერ სამოსამართლეო ფუნქციების განხორციელებაზე
15:19 19-05-2017
ნონა წოწორია - ვერაფერი მოახდენს გავლენას ჩემს მიერ სამოსამართლეო ფუნქციების განხორციელებაზე ვერაფერი მოახდენს გავლენას ჩემს მიერ სამოსამართლეო ფუნქციების განხორციელებაზე, - ამის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე ნონა წოწორიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც წოწორია აღნიშნავს, აქვს საფუძველი იფიქროს, რომ მისი ძმის სახლში ჩატარებული ჩხრეკა უკავშირდება მის საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში.

”18 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს ბათუმში ჩემი ოჯახის კუთვნილ სახლში, სადაც ცხოვრობენ ჩემი ძმა, რძალი და ძმისშვილები. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ამოღებულია პისტოლეტი და ვაზნები. ამ ნივთების წარმომავლობა ჩვენთვის უცნობია და შესაბამისად, ისინი არ წარმოადგენენ ჩემი ძმის ან ჩემი ოჯახის რომელიმე სხვა წევრის საკუთრებას. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემს ძმას არასდროს ჰქონია კანონთან რამე პრობლემა და არ არის ნასამართლევი. ჩემი ოჯახისთვის თავისუფლება, პატიოსნება, შრომისმოყვარეობა და კანონმორჩილება ყოველთვის იყო, არის და იქნება მთავარი ღირებულებები.

მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ აღნიშნული ქმედებები უკავშირდება ჩემს საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში. მსურს განვაცხადო, რომ ვერაფერი მოახდენს გავლენას ჩემს მიერ სამოსამართლეო ფუნქციების განხორციელებაზე და კვლავაც შევიტან წვლილს საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების განმტკიცების საქმეში”, - ნათქვამია წოწორიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა
ჭონქაძის ქუჩაზე, კახა ძნელაძის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილის ადვოკატმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის შეფარდებული აღკვეთის
ადვოკატი - რუსი პრანკერების მიერ გავრცელებული ჩანაწერი შესაძლოა სააკაშვილის ყველა ბრალდების საქმეს მტკიცებულებად დაერთოს
რუსი პრანკერების მიერ გავრცელებული ჩანაწერი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის ყველა ბრალდების საქმეს მტკიცებულებად დაერთოს.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - რუსი პრანკერების მიერ გავრცელებული ჩანაწერით საერთაშორისო სკანდალთანაც გვაქვს საქმე
რუსი პრანკერების მიერ გავრცელებული ჩანაწერით საერთაშორისო სკანდალთანაც გვაქვს საქმე, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - ხელისუფლებას ცხვირში ძალიან მწარედ მოხვდება ის უნამუსობა, რა უნამუსო დამოკიდებულებაც აქვს მესამე პრეზიდენტის მიმართ
მხოლოდ და მხოლოდ ის გარემოება, რომ გიორგი მღებრიშვილი რუსმა პრანკერებმა გააბაიბურეს, არ უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ გამოძიება არ დაიწყოს,
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების
სენაკში, სამხედრო ნაწილის მიმდებარე ტერიტორიაზე ქურდობის მცდელობის ფაქტი გახსნეს
სენაკში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სს "საქართველოს ბანკის" ბანკომატის
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული კ.ც. განსაკუთრებით დიდი ოდენობით