არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3895
EUR
1 EUR
2.8067
RUB
100 RUB
4.0213
21-08-2017
ადვოკატი - იმედი მაქვს, რომ მომდევნო სხდომაზე დავბრუნდებით, არ ვიცი, მამა გიორგი მამალაძე დაბრუნდება თუ არა
15:40 19-05-2017
ადვოკატი - იმედი მაქვს, რომ მომდევნო სხდომაზე დავბრუნდებით, არ ვიცი, მამა გიორგი მამალაძე დაბრუნდება თუ არა მამა გიორგი მამალაძის ადვოკატს გიორგი ფანცულაიას იმედი აქვს, რომ მომდევნო სხდომაზე დაცვის მხარე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

როგორც ფანცულაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის დეკანოზთან შეხვედრას აპირებს.

მისივე თქმით, ადვოკატებს არ ჰქოდათ უფლება დასაცავის ინტერესების წინააღმდეგ წასულიყვნენ და შესაბამისად, ბრალდებულის მოწოდების საფუძველზე მათ სასამართლო სხდომა დატოვეს.

“მე ვფიქრობ, რომ ეს ერთჯერადია, იმედი მაქვს, რომ მომდევნო სხდომაზე დავბრუნდებით, არ ვიცი მამა გიორგი მამალაძე დაბრუნდება თუ არა. რაც შეეხება პროცესს, ეს იყო ქმედება მისი მხრიდან, რომელიც გამოიწვია იმ უკანონობამ, რომელიც მოხდა. სასამართლო დაიხურა იმიტომ, რომ მამა გიორგი მამალაძე ვერ გატეხეს პირადი ცხოვრების მუქარით, ბრალის დამძიმებით ვერ გატეხეს და ახლა ერთადერთი გზა დარჩა, დახურონ სასამართლო პროცესები და რამენაირად გამოიტანონ განაჩენი”, - განაცხადა ფანცულაიამ.

ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებული პროცესი დეკანოზმა გიორგი მამალაძემ და მისმა ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა
ჭონქაძის ქუჩაზე, კახა ძნელაძის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილის ადვოკატმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის შეფარდებული აღკვეთის
ადვოკატი - რუსი პრანკერების მიერ გავრცელებული ჩანაწერი შესაძლოა სააკაშვილის ყველა ბრალდების საქმეს მტკიცებულებად დაერთოს
რუსი პრანკერების მიერ გავრცელებული ჩანაწერი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის ყველა ბრალდების საქმეს მტკიცებულებად დაერთოს.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - რუსი პრანკერების მიერ გავრცელებული ჩანაწერით საერთაშორისო სკანდალთანაც გვაქვს საქმე
რუსი პრანკერების მიერ გავრცელებული ჩანაწერით საერთაშორისო სკანდალთანაც გვაქვს საქმე, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - ხელისუფლებას ცხვირში ძალიან მწარედ მოხვდება ის უნამუსობა, რა უნამუსო დამოკიდებულებაც აქვს მესამე პრეზიდენტის მიმართ
მხოლოდ და მხოლოდ ის გარემოება, რომ გიორგი მღებრიშვილი რუსმა პრანკერებმა გააბაიბურეს, არ უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ გამოძიება არ დაიწყოს,
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების
სენაკში, სამხედრო ნაწილის მიმდებარე ტერიტორიაზე ქურდობის მცდელობის ფაქტი გახსნეს
სენაკში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სს "საქართველოს ბანკის" ბანკომატის
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული კ.ც. განსაკუთრებით დიდი ოდენობით