არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3895
EUR
1 EUR
2.8067
RUB
100 RUB
4.0213
21-08-2017
ე.წ. კანიბალიზმის საქმეში ბრალდებულის ადვოკატი - ბექა შენგელია შემდეგ პროცესზე ჩვენებას შეცვლის
15:59 19-05-2017
ე.წ. კანიბალიზმის საქმეში ბრალდებულის ადვოკატი - ბექა შენგელია შემდეგ პროცესზე ჩვენებას შეცვლის 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული ბექა შენგელია შემდეგ პროცესზე ჩვენებას შეცვლის, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ბექა შენგელიას ადვოკატმა ლალი ბიწოშვილმა განუცხადა.

ადვოკატის თქმით, ბექა შენგელიას პირველი ჩვენება განპირობებული იყო მისი შეყვარებულის გადასარჩენად, ხოლო რადგან მას წინა პროცესებზე უკვე მიუსაჯეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამჟამად არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ ბექა შენგელიამ რეალურ ფაქტებზე არ ისაუბროს.

“ბექას ჩვენება მიცემული აქვს და ეს იყო აღიარებითი ჩვენება. ამის ერთადერთი მოტივაცია ის იყო, რომ გადაერჩინა თავისი შეყვარებული. ყოველი შეხვედრის დროს მე ამ მოტივს მიმეორებს ბექა შენგელია. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მის შეყვარებულს უკვე მიუსაჯეს, ბექა შენგელია შეცვლის ჩვენებას”, - განაცხადა ლალი ბიწოშვილმა.

მისივე ინფორმაციით, შემდეგი სხდომა 23 მაისს, ბექა შენგელიას და საქმეში კიდევ ერთი ბრალდებულის ირმა ყოჩიაშვილის დაკითხვით გაგრძელდება, რის შემდეგაც მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.

რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, დღეს საქმეში დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული, ლუკა ჩიხლაძე დაიკითხა.


"კანიბალიზმის საქმე" - რატომ შეცვლის ჩვენებას 76 წლის ქალის სასტიკ მკვლელობა ბრალდებული ბექა შენგელია?
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა
ჭონქაძის ქუჩაზე, კახა ძნელაძის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილის ადვოკატმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის შეფარდებული აღკვეთის
ადვოკატი - რუსი პრანკერების მიერ გავრცელებული ჩანაწერი შესაძლოა სააკაშვილის ყველა ბრალდების საქმეს მტკიცებულებად დაერთოს
რუსი პრანკერების მიერ გავრცელებული ჩანაწერი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის ყველა ბრალდების საქმეს მტკიცებულებად დაერთოს.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - რუსი პრანკერების მიერ გავრცელებული ჩანაწერით საერთაშორისო სკანდალთანაც გვაქვს საქმე
რუსი პრანკერების მიერ გავრცელებული ჩანაწერით საერთაშორისო სკანდალთანაც გვაქვს საქმე, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - ხელისუფლებას ცხვირში ძალიან მწარედ მოხვდება ის უნამუსობა, რა უნამუსო დამოკიდებულებაც აქვს მესამე პრეზიდენტის მიმართ
მხოლოდ და მხოლოდ ის გარემოება, რომ გიორგი მღებრიშვილი რუსმა პრანკერებმა გააბაიბურეს, არ უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ გამოძიება არ დაიწყოს,
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების
სენაკში, სამხედრო ნაწილის მიმდებარე ტერიტორიაზე ქურდობის მცდელობის ფაქტი გახსნეს
სენაკში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სს "საქართველოს ბანკის" ბანკომატის
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული კ.ც. განსაკუთრებით დიდი ოდენობით