არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6890
EUR
1 EUR
3.1717
RUB
100 RUB
4.5384
21-11-2017
გიორგი ფანცულაია - მამა გიორგი მამალაძისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნაზე გვექნება არა მარტო სამართლებრივი შეფასება, არამედ მოქმედებებიც
18:05 19-05-2017
გიორგი ფანცულაია - მამა გიორგი მამალაძისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნაზე გვექნება არა მარტო სამართლებრივი შეფასება, არამედ მოქმედებებიც ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნას გიორგი ფანცულაია პროცესიდან მოქმედი ადვოკატების ჩამოცილებად აღიქვამს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” მამა გიორგის ადვოკატმა განუცხადა, სასამართლოს პოზიცია, რომელსაც მედიით გაეცნო, გამართული არაა და ადვოკატებს მასზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ექნებათ.

”თავისთავად ჩვენ გვექნება ამაზე ჩვენი სამართლებრივი შეფასება. შევიკრიბებით ადვოკატები ბრალდებულთან ერთად და გვექნება არამარტო სამართლებრივი შეფასება, არამედ მოქმედებებიც”, - განაცხადა ფანცულაიამ.

რაც შეეხება ადვოკატების გაძევების საკითხს, როგორც ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული გიორგი მამალაძის ადვოკატმა აღნიშნა, ამ შემთხვევაში სასამართლოს მოქმედება ურთიერთსაწინააღმდეგოა.

”პროტესტის ნიშნად ბრალდებულმა დატოვა პროცესი და მოგვიწოდა ადვოკატებს დაგვეტოვებინა სასამართლო სხდომის დარბაზი. „სისხლის სამართლის საპროცესო“ კოდექსით, ასევე „ადვოკატთა ეთიკის კოდექსით“, არ გვაქვს უფლება წავიდეთ დასაცავი პირის ინტერესის წინააღმდეგ. თუ ჩემს მიერ დასაცავი მეუბნება, რომ არ დაიცვა ჩემი ინტერესი ამ სასამართლო პროცესზე, მე არანაირი უფლება არ მაქვს, გამოვიდე და დავიცვა მისი ინტერესი იძულებით ან ხელოვნურად. თუ ჩემი ნებით დავტოვე სასამართლო დარბაზი, მაშინ როგორ გამომაძევეს? - ეს ურთიერთსაწინააღმდეგოა”, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მსახიობ საბა უგრეხელიძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს
მსახიობ საბა უგრეხელიძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.
მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს
დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩაბუქის უფლებადამცველები ავრცელებენ.
ზუგდიდის სასაფლაოზე, სავარაუდოდ, 30 წლის წინ მოკლული მამაკაცის ნეშტი იპოვეს
ზუგდიდში, ე.წ. „ქაფათის“ სასაფლაოზე ნაპოვნ ცხედარს იდენტიფიცირების მიზნით ექსპერტიზა უტარდება. უცნობი მამაკაცი, რომელიც დაახლოებით 50 სანტიმეტრის სიღრმეზე იყო ჩამარხული,
ბათუმში ნაპოვნ ქვევრთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ 259-ე პრიმა მუხლით დაიწყო
ბათუმში, თამარის დასახლებაში ნაპოვნ ქვევრთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის" კოდექსის 259-ე პრიმა მუხლით დაიწყო გამოძიება,
მთავარი პროკურატურა - აფგან მუხთარლის დაკითხვის საკითხზე აზერბაიჯანულ მხარეს სამი მიმართვა გაეგზავნა, რაზეც პასუხი მიღებული არ არის
საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის დაკითხვის შესახებ სამართლებრივი
არჩილ ჩოფიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ მუხთარლის დაკითხვის შესახებ საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა, აზერბაიჯანულმა მხარემ საქმეს არ დაურთო
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ქართველი ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ მუხთარლის დაკითხვის შესახებ
კიევიდან დეპორტირებული ქართველი ოპერატორი უკრაინისა და ევროპის სასამართლოებისთვის მიმართვას აპირებს
კიევიდან დეპორტირებული, „რუსთავი 2“-ის ოპერატორი თამაზ შავშიშვილი მისი გამოძევების საკითხზე უკრაინისა და ევროპის სასამართლოებისთვის მიმართვას აპირებს.
დღეიდან ადვოკატის პორტალი ამოქმედდა
დღეიდან ადვოკატის პორტალი ამოქმედდა, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის წევრებს საშუალებას მისცემს შექმნან საკუთარი ელექტრონული ანგარიში და პროფილი.
ადვოკატი - აფგან მუხთარლის საქმეში ქართველი პროკურორების მიერ მისი დაკითხვის შესახებ მოთხოვნა არ ფიგურირებს
აფგან მუხთარლის სისხლის სამართლის საქმეში, მასთან ქართველი პროკურორების შეშვებასთან დაკავშირებით ქართული მხარის მოთხოვნა არ ფიგურირებს,
მუსტაფა ემრე ჩაბუქი - გიულენს საერთოდ არ ვიცნობ, არც პირადად შემხვედრია, მის წიგნებში ტერორიზმზე არასდროს ამომიკითხავს არც ერთი წინადადება
არც საქართველოში და არც თურქეთში არც ლეგალური და არც არალეგალური შეხება ტერორისტებთან არ მაქვს, - ამის შესახებ დემირელის კოლეჯის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა