არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5451
EUR
1 EUR
3.1058
RUB
100 RUB
4.5069
17-01-2018
ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავეს
10:07 12-07-2017
ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავეს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების, თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან, დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

გამოძიების ინფორმაციით, გარდა ამისა, აბესაძემ ხსენებულ მოქალაქეებს განუმარტა, რომ თბილისის მერიის არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო მის მიერ და ტივის მოსაწყობად საჭირო სამუშაოები შეეძლოთ უპრობლემოდ დაეწყოთ. ამასთან, იგი უზრუნველყოფდა, რომ სარემონტო სამუშაოების წარმოებისას არ მომხდარიყო მათი დაჯარიმება ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ.

”მიმდინარე წლის 11 ივლისს ოთარ აბესაძემ ზემოაღნიშნულ ერთ-ერთ მოქალაქეს გამოართვა მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა 3000 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს”, - აცხადებენ სუს-ში.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე , საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო: რამდენწლიანი პატიმრობა ემუქრება ოთო აბესაძეს, ქრთამის აღებისთვის დაპატიმრებულ მერიის თანამშრომელს
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
თამაზ ქვლივიძის ადვოკატი - სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა
ღამის კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე, პოლიციელისა და დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძის ადვოკატის,
ადვოკატი - გიორგი ჭანტურიას სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მართლსაწინააღმდეგო ვერაფერი აღმოაჩინეს
თბილისში, მცხეთის ქუჩაზე გიორგი ჭანტურიას ფაქტობრივ საცხოვრებელ სახლში, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მართლსაწინააღმდეგო ნივთი
პროკურატურა პრეზიდენტს ურჩევს, თავი შეიკავოს პროკურორების მიმართ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით მოწოდებებისგან
საქართველოს პროკურატურა პრეზიდენტს უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს და ურჩევს, თავი შეიკავოს პროკურორების
სამსონ ქუთათელაძის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭანტურიას ფაქტობრივ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
თბილისში, მცხეთის ქუჩაზე, სამსონ ქუთათელაძის საქმესთან დაკავშირებით, დაკავებულ გიორგი ჭანტურიას ფაქტობრივ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა
ღამის კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე მომხდარ დაჭრაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სააპელაციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
ღამის კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე, პოლიციელისა და დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების
პროკურორი - თურქეთის მოქალაქის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა და მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება
პროკურორ პაატა ცეცხლაძის განცხადებით, თურქეთის მოქალაქის ფემბე ოზლემის საქმეზე ბრალდების მხარე მოწმეებს წარადგენს.
ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული თურქეთის მოქალაქე ბათუმის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული თურქეთის მოქალაქე ფემბე ოზლემი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
არსებული ინფორმაციით, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში დაკავებული პირი უკანასკნელი იყო, ვინც გენერალი ნახა
არსებული ინფორმაციით, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში დაკავებული პირი, გიორგი ჭანტურია უკანასკნელი იყო, ვინც გენერალი ნახა.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს დახურული სხდომის გახსნაზე უარი განუცხადა
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს დახურული სასამართლო სხდომის გახსნასთან
პროკურორი - ვფიქრობთ, სასამართლოს დავუმტკიცეთ, რომ გიორგი მამალაძემ მოამზადა შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობა
ვფიქრობთ, სასამართლოს დავუმტკიცეთ, რომ გიორგი მამალაძემ მოამზადა შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობა, როგორც შურისძიების, ასევე ანგარების მოტივით,