არქივი
«« ოქტომბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4863
EUR
1 EUR
2.9405
RUB
100 RUB
4.3181
20-10-2017
გიორგი მიქაუტაძე - ლევან მურუსიძე მოიაზრება იმ კანდიდატებს შორის, რომლებსაც უფლება აქვთ უვადოდ განმწესების მოთხოვნით იუსტიციის საბჭოს მიმართონ
15:50 17-07-2017
გიორგი მიქაუტაძე - ლევან მურუსიძე მოიაზრება იმ კანდიდატებს შორის, რომლებსაც უფლება აქვთ უვადოდ განმწესების მოთხოვნით იუსტიციის საბჭოს მიმართონ ბატონი ლევან მურუსიძე მოიაზრება იმ კანდიდატებს შორის, რომლებსაც აქვთ უფლება უვადოდ განმწესების მოთხოვნით მიმართონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საბჭოს ყოფილი მდივნის, ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ განმწესების საკითხს.

”განცხადებით მომართვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დავიწყებთ შესაბამის პროცედურებს და მივიღებთ გადაწყვეტილებას მის დანიშვნასთან თუ არდანიშვნასთან დაკავშირებით. ჩემი პირადი პოზიციაა ლევან მურუსიძეზე, თუ სხვა ნებისმიერ მოსამართლეზე, რომელიც თეორიულად აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს წინასწარ გაჟღერებული არ იქნება”, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

რაც შეეხება ლევან მურუსიძის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, მათ შორის გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ მსგავსი პრეტენზიები იქონიებს თუ არა გავლენას ლევან მურუსიძის უვადოდ განმწესებასთან დაკავშირებულ საკითხზე, ამის განხილვის დრო არ დამდგარა.

”თუ იქნება შემოტანილი ლევან მურუსიძის მხრიდან მომართვა, ჩვენ განვიხილავთ და საბჭო პროცედურების დაცვით შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს”, - განაცხადა მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა მოსამართლეების უვადოდ განმწესებასთან დაკავშირებით რეგლამენტით დამტკიცებაზე გააკეთა განმარტებები.

”როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რის შესაბამისადაც შეიცვალა კანონი და დადგინდა წესი, თუ როგორ უნდა დაინიშნონ ის მოსამართლეები უვადოდ, რომლებსაც აქვთ სამწლიანი გამოცდილება. დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რეგლამენტში შეიტანა ცვლილება, რომლითაც განისაზღვრა წესი, თუ როგორ უნდა დაინიშნონ მოსამართლეები უვადოდ. ჩვენ სრულ შესაბამისობაში მოვიყვანეთ რეგლამენტი მოქმედ კანონთან და ვფიქრობ, ის უზრუნველყოფს ყოველგვარი შეკითხვების გარეშე ამ პროცედურების განხორციელებას”, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დავით სერგეენკო - ყიზილაჯლოში დაჭრილთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, მეორის - საშუალო სიმძიმის
სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილთაგან ორი პირის ოპერაცია დასრულდა, მათგანი ერთის მდგომარეობა მძიმეა,
ჯანდაცვის მინისტრი მარნეულში ჩავიდა
დაჭრილების მდგომარეობის გასაცნობად მარნეულში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჩავიდა.
გიორგი მღებრიშვილი - ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ
შინაგან საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ მარნეულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე კვალიფიკაცია შეიცვალოს.
გიორგი მღებრიშვილი - გთხოვთ, წინასწარ ვერსიების გავრცელებისგან თავი შევიკაოთ, ნუ განვიხილავთ ამას ცალსახად პოლიტიკურ ჭრილში
გთხოვთ, წინასწარ ვერსიების გავრცელებისგან თავი შევიკაოთ, ნუ განვიხილავთ ამას ცალსახად პოლიტიკურ ჭრილში,
არჩილ თალაკვაძე - დაჭრილია რამდენიმე ადამიანი, რომელთაც სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები მარნეულში, კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ იმყოფებიან,
სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანია დაჭრილი
მარნეულის რაიონში, სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანია დაჭრილი, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა
სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილი “ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი და საკრებულოს დეპუტატი “ჯეოჰოსპიტალის" კლინიკაში არიან გადაყვანილი
სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილი “ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი მარნეულში
სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი თავდასხმის შედეგად საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი დაჭრეს
სოფელ ყიზილაჯლოში "ქართული ოცნების" შტაბთან თავდასხმა მოხდა. პირველადი ინფორმაციით, დაჭრილია საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი,
საქალაქო სასამართლო ე.წ. ციანიდის საქმეზე მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილისა და სხდომის მდივნის გამოკითხვას უარყოფს
თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო სხდომის მასალების მედიაში გავრცელების საქმეზე დაწყებული
პროკურატურა - ლევან მექვაბიშვილთან საპროცესო შეთანხმება იმის გათვალისწინებით გაფორმდა, რომ დანაშაული აღიარა და დაზარალებულ ალექსი პეტრიაშვილს შეურიგდა
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილთან