არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6890
EUR
1 EUR
3.1717
RUB
100 RUB
4.5384
21-11-2017
სამართალდამცველებმა ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულები დააკავეს
09:45 12-08-2017
სამართალდამცველებმა ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულები დააკავეს თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, ცურტაველის ქუჩაზე გუშინ, სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.

მეზობლების ინფორმაციით, დაკავებულები ძმები არიან. ადგილზე სამართალდამცველები და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მეზობლების განცხადებით, დაკავებულ ძმებზე სხვა დროს მსგავს საქმეში მონაწილეობის შესახებ არაფერი სმენიათ. მათივე თქმით, ორივე მათგანი გაჭირვებული ოჯახიდანაა. სხვა დამატებით დეტალებს მეზობლები არ ფლობენ.

დაკავებულების ოჯახის წევრების განცხადებით კი, ბრალდება უსაფუძვლოა და სამართალდამცველებმა მათ ნარკოტიკები ჩაუდეს. როგორც “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას დაკავებულების ძმამ სამრატ ჯაფაროვმა განაცხადა, სპეცდანიშნულების რაზმმა ოჯახის წევრები სახლიდან გაყარა, მოგვიანებით კი უთხრეს, რომ სახლში ნარკოტიკული საშუალებები იპოვეს.

ჯაფაროვის თქმით, თავდაპირველად მისი ძმები პოლიციის განყოფილებაში გამოიძახეს და როდესაც მათ სახლში სპეცრაზმი მივიდა, ძმები ისევ პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ. დაკავებულების ოჯახის წევრები შს სამინისტროსგან დაკავებულების დროულ გათავისუფლებას ითხოვენ. ასევე, ოჯახი ითხოვს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას.

ოჯახი ასევე არ გამორიცხავს, რომ მომხდარი ფაქტი მეზობელთან არსებულ კონფლიქტს უკავშირდებოდეს. როგორც დაკავებულის ძმამ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, გვერდით მცხოვრები მეზობელი მათ სახლის დანგრევას სთხოვდა. დაკავებულების ძმა არ გამორიცხავს, რომ მეზობელი, რომელთანაც კონფლიქტი აქვთ, სამართალდამცველებთან იყოს კავშირში.

“ვიყავით სახლში, უცებ შემოვარდნენ პოლიციელები, ოჯახის წევრები გაგვყარეს სახლიდან, არ მოგვცეს სახლში შესვლის უფლება, დალეწეს ყველაფერი და შემდეგ გაურკვეველ ნივთიერებაზე გვითხრეს, რომ ნაპოვნია ნარკოტიკული საშუალება. ეს არ არის სიმართლე. ჩვენს სახლში ნარკოტიკული საშუალება არ ინახებოდა და არ გვქონია არასდროს. თუმცა, მათ ამის განმარტების საშუალება არ მოგვცეს და დააკავეს ჩემი ორი ძმა. არასდროს არც ერთ მათგანს პოლიციასთან პრობლემები არ ჰქონია. ნებისმიერ მეზობელს რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ ყოველთვის პატიოსნად ვცხოვრობდით. მოვითხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, გაათავისუფლონ ჩემი ძმები და ჩატარდეს დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რომ დადგინდეს სიმართლე. მე ასევე ვფიქრობ, რომ შეიძლება ჩემი ძმების დაკავება უკავშირდებოდეს ჩვენსა და ერთ მეზობელს შორის კონფლიქტს. ის გვთხოვდა სახლის დანგრევას, რასაც არ ვთანხმებოდით და შეიძლება ის ამ მეთოდით შეეცადა სიტუაციის შემობრუნებას. არ გამოვრიცხავ, რომ ის იყოს პოლიციელებთან დაახლოებული ადამიანი”, – განაცხადა სამრატ ჯაფაროვმა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მსახიობ საბა უგრეხელიძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს
მსახიობ საბა უგრეხელიძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.
მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს
დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩაბუქის უფლებადამცველები ავრცელებენ.
ზუგდიდის სასაფლაოზე, სავარაუდოდ, 30 წლის წინ მოკლული მამაკაცის ნეშტი იპოვეს
ზუგდიდში, ე.წ. „ქაფათის“ სასაფლაოზე ნაპოვნ ცხედარს იდენტიფიცირების მიზნით ექსპერტიზა უტარდება. უცნობი მამაკაცი, რომელიც დაახლოებით 50 სანტიმეტრის სიღრმეზე იყო ჩამარხული,
ბათუმში ნაპოვნ ქვევრთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ 259-ე პრიმა მუხლით დაიწყო
ბათუმში, თამარის დასახლებაში ნაპოვნ ქვევრთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის" კოდექსის 259-ე პრიმა მუხლით დაიწყო გამოძიება,
მთავარი პროკურატურა - აფგან მუხთარლის დაკითხვის საკითხზე აზერბაიჯანულ მხარეს სამი მიმართვა გაეგზავნა, რაზეც პასუხი მიღებული არ არის
საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის დაკითხვის შესახებ სამართლებრივი
არჩილ ჩოფიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ მუხთარლის დაკითხვის შესახებ საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა, აზერბაიჯანულმა მხარემ საქმეს არ დაურთო
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ქართველი ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ მუხთარლის დაკითხვის შესახებ
კიევიდან დეპორტირებული ქართველი ოპერატორი უკრაინისა და ევროპის სასამართლოებისთვის მიმართვას აპირებს
კიევიდან დეპორტირებული, „რუსთავი 2“-ის ოპერატორი თამაზ შავშიშვილი მისი გამოძევების საკითხზე უკრაინისა და ევროპის სასამართლოებისთვის მიმართვას აპირებს.
დღეიდან ადვოკატის პორტალი ამოქმედდა
დღეიდან ადვოკატის პორტალი ამოქმედდა, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის წევრებს საშუალებას მისცემს შექმნან საკუთარი ელექტრონული ანგარიში და პროფილი.
ადვოკატი - აფგან მუხთარლის საქმეში ქართველი პროკურორების მიერ მისი დაკითხვის შესახებ მოთხოვნა არ ფიგურირებს
აფგან მუხთარლის სისხლის სამართლის საქმეში, მასთან ქართველი პროკურორების შეშვებასთან დაკავშირებით ქართული მხარის მოთხოვნა არ ფიგურირებს,
მუსტაფა ემრე ჩაბუქი - გიულენს საერთოდ არ ვიცნობ, არც პირადად შემხვედრია, მის წიგნებში ტერორიზმზე არასდროს ამომიკითხავს არც ერთი წინადადება
არც საქართველოში და არც თურქეთში არც ლეგალური და არც არალეგალური შეხება ტერორისტებთან არ მაქვს, - ამის შესახებ დემირელის კოლეჯის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა