არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6890
EUR
1 EUR
3.1717
RUB
100 RUB
4.5384
21-11-2017
ადვოკატი -პროკურორი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ოფიციალური ვიზიტებისას გაწეულ ხარჯებს არ ედავებიან
14:14 12-08-2017
ადვოკატი -პროკურორი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ოფიციალური ვიზიტებისას გაწეულ ხარჯებს არ ედავებიან ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დავით კაკოიშვილის განცხადებით ე.წ. პიჯაკების საქმის პროკურორი ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ სააკაშვილს ოფიციალური ვიზიტებისას გაწეულ ხარჯებს არ ედავებიან. როგორც სააკაშვილის ადვოკატმა დავით კაკოიშვილმა განმარტა, საქმეში არსებული მტკიცებულებები და დოკუმენტები ადასტურებენ, რომ ხარჯების უმეტესობა, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტების დროს გაიწია. ადვოკატმა ამის დამადასტურებელი რამდენიმე დოკუმენტიც წარადგინა, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის დაცვის წევრის პატაკი, სადაც დეტალურადაა გაწერილი, თუ რა თანხა რაში დაიხარჯა.

„პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ედავებიან იმ თანხებს, რომელიც გასწია ოფიციალური ვიზიტების დროს. მე მაქვს საქმის მასალიდან ამოღებული რამდენიმე მაგალითი. ასეთი დოკუმენტი საქმეში ძალიან მრავლადაა. საქმეში არის პატაკი, დაცვის თანამშრომლის მიერ შედგენილი 2011 წელს, რომელშიც მითითებულია, რომ გერმანიაში, პრეზიდენტ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტის დროს გაიწია გარკვეული ხარჯები და ეს თანხა ამ დოკუმენტში არის მითითებული. 2011 წლის 4-6 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა მიუნხენის 47-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე. შესაბამისად გამოდის, რომ რაც ნათია სონღულაშვილმა თქვა არის ტყუილი, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილს ედავებიან იმ წარმომადგენლობით ხარჯებს, რომელიც მან გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის დროს გასწია. ასევე არის დოკუემნტები, რომლებიც ეხება პრეზიდენტ სააკაშვილის დიდ ბრიტანეთში და იტალიაში ოფიციალურ ვიზიტებს, რა დროსაც გაიწია შესაბამისი ხარჯები“, - განაცხადა კაკოიშვილმა.

ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარე ასეთი განცხადებებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებით იმის დამტკიცებას, რომ სააკაშვილი ხარჯებს საკუთარი ფუფუნებისთვის წევდა.

„ბრალდების მხარე ცდილობს ამ საქმეში წარმოაჩინოს, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი არა წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის, არამედ საკუთარი ფუფუნებისთვის გასწევდა ამ ხარჯებს არამიზნობრივად. საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება პროკურორის ის განცხადება, რომ თითქოს ოფიციალური ვიზიტების დროს გაწეულ ხარჯებს არ ედავებიან მიხეილ სააკაშვილს. რეალურად მიხეილ სააკაშვილს ედავებიან სწორედ წარმომადგენლობით ხარჯებს, რომელიც გაიწია ვიზიტების დროს, სასტუმროს დასაჯავშნად გაწეულ ხარჯებს, ასევე კვების, სტუმრებისთვის გადასაცემის საჩუქრების, სანდრა რულოვსის მიერ გაწეული საქველმოქმედო, გვირგვინებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომლებიც მიტანილი იქნა ლეხ კაჩინსკის საფლავზე, ვაცლავ ჰაველის მემორიალთან და ა.შ. ასეთი ხარჯებისგან შედგება ბრალდების ეს აბსურდული საქმე“, - აღნიშნა ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მსახიობ საბა უგრეხელიძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს
მსახიობ საბა უგრეხელიძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.
მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს
დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩაბუქის უფლებადამცველები ავრცელებენ.
ზუგდიდის სასაფლაოზე, სავარაუდოდ, 30 წლის წინ მოკლული მამაკაცის ნეშტი იპოვეს
ზუგდიდში, ე.წ. „ქაფათის“ სასაფლაოზე ნაპოვნ ცხედარს იდენტიფიცირების მიზნით ექსპერტიზა უტარდება. უცნობი მამაკაცი, რომელიც დაახლოებით 50 სანტიმეტრის სიღრმეზე იყო ჩამარხული,
ბათუმში ნაპოვნ ქვევრთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ 259-ე პრიმა მუხლით დაიწყო
ბათუმში, თამარის დასახლებაში ნაპოვნ ქვევრთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის" კოდექსის 259-ე პრიმა მუხლით დაიწყო გამოძიება,
მთავარი პროკურატურა - აფგან მუხთარლის დაკითხვის საკითხზე აზერბაიჯანულ მხარეს სამი მიმართვა გაეგზავნა, რაზეც პასუხი მიღებული არ არის
საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის დაკითხვის შესახებ სამართლებრივი
არჩილ ჩოფიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ მუხთარლის დაკითხვის შესახებ საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა, აზერბაიჯანულმა მხარემ საქმეს არ დაურთო
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ქართველი ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ მუხთარლის დაკითხვის შესახებ
კიევიდან დეპორტირებული ქართველი ოპერატორი უკრაინისა და ევროპის სასამართლოებისთვის მიმართვას აპირებს
კიევიდან დეპორტირებული, „რუსთავი 2“-ის ოპერატორი თამაზ შავშიშვილი მისი გამოძევების საკითხზე უკრაინისა და ევროპის სასამართლოებისთვის მიმართვას აპირებს.
დღეიდან ადვოკატის პორტალი ამოქმედდა
დღეიდან ადვოკატის პორტალი ამოქმედდა, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის წევრებს საშუალებას მისცემს შექმნან საკუთარი ელექტრონული ანგარიში და პროფილი.
ადვოკატი - აფგან მუხთარლის საქმეში ქართველი პროკურორების მიერ მისი დაკითხვის შესახებ მოთხოვნა არ ფიგურირებს
აფგან მუხთარლის სისხლის სამართლის საქმეში, მასთან ქართველი პროკურორების შეშვებასთან დაკავშირებით ქართული მხარის მოთხოვნა არ ფიგურირებს,
მუსტაფა ემრე ჩაბუქი - გიულენს საერთოდ არ ვიცნობ, არც პირადად შემხვედრია, მის წიგნებში ტერორიზმზე არასდროს ამომიკითხავს არც ერთი წინადადება
არც საქართველოში და არც თურქეთში არც ლეგალური და არც არალეგალური შეხება ტერორისტებთან არ მაქვს, - ამის შესახებ დემირელის კოლეჯის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა