არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4778
EUR
1 EUR
2.9746
RUB
100 RUB
4.2802
21-09-2017
რუსეთის მოქალაქის ძარცვის ფაქტზე ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
15:40 14-09-2017
რუსეთის მოქალაქის ძარცვის ფაქტზე ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ალექსიძის ქუჩაზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ძარცვის ფაქტზე ბრალდებულ სამ პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქალაქო სასამართლოდან აცნობეს.

სასამართლოს ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ძარცვის ფაქტზე ბრალდებული სამი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

მათ ბრალად ედებათ ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის.

საქმე ეხება, 2017 წლის 7 სექტემბერს, თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ძარცვის ფაქტს, რა დროსაც ბრალდებულებმა ა. ხ.-ს სხეულის სხვადასხვა ადგილზე მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები. ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ დაზარალებულის ზურგჩანთას, რომელშიც განთავსებული იყო მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა - 13 000 აშშ დოლარის (32 240 ექვივალენტი ლარში) ოდენობით.

ღია სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება ვერ იქნება შემაკავებელი, პროპორციული ზომა აღკვეთის ღონისძიების მიზნების მისაღწევად. განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, სასამართლოს განჩინების თანახმად, არსებობს ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და გამოძიებისათვის ხელის შეშლის საფრთხეები.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 2 ნოემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ქვემო ფონიჭალაში ერთ-ერთი მოქალაქის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
ქვემო ფონიჭალაში, იეთიმ გურჯის ქუჩაზე კიდევ ერთი სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველები ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში
ფონიჭალაში სამართალდამცველები კიდევ ერთ სპეცოპერაციას ატარებენ
ფონიჭალაში სამართალდამცველები კიდევ ერთ სპეცოპერაციას ატარებენ. საქმე კვლავ ნარკოდანაშაულს ეხება.
ფადი ასლი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სტრასბურგის სასამართლოში გეგმავს
საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
სტრასბურგის სასამართლომ გვანცა ყუფარაძის საქმეზე ვერც ერთი მუხლის დარღვევა ვერ დაადგინა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გვანცა ყუფარაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. ამის შესახებ სასამართლოს საიტზე
გიორგი ფანცულაია - პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტოებს გიორგი მამალაძის საქმესთან შემხებლობა არ ჰქონდა და ის მასალებში, ალბათ, მისი შანტაჟისთვის ინახებოდა
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, ფოტოებს, რომლებზეც დეკანოზმა საბოლოო სიტყვაში ისაუბრა, საქმესთან
დეკანოზი გიორგი მამალაძე - პროკურატურაში მომთხოვეს მეუფე დიმიტრისა და სოსო ოხანაშვილის თანამონაწილეობის აღიარება ჩემი თავისუფლების სანაცვლოდ
მიუხედავად ბრალისა, რომელიც შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას გულისხმობდა, პროკურორი ჯარჯი წიკლაური ჩემი ადვოკატების
 სარფში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის
 არსებული ინფორმაციით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ საბოლოო სიტყვაში გამოძიების მიერ მოპოვებულ, პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტოებზე ისაუბრა
არსებული ინფორმაციით, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული, დეკანოზი გიორგი მამალაძე საბოლოო სიტყვაში პირადი ცხოვრების ამსახველ
მთავარ პროკურატურაში გამოძიების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს მთავარი
ბიზნესმენ ფადი ასლის მოსამართლის სასარგებლოდ 3 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს,