არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4671
EUR
1 EUR
3.0375
RUB
100 RUB
4.3763
25-02-2018
დეკანოზ მამალაძის ადვოკატი - პროკურატურამ შესაძლოა სასამართლოს მიმართოს და ჩვენი დაკითხვა მოითხოვოს, რაც უკანონო იქნება
13:34 12-10-2017
დეკანოზ მამალაძის ადვოკატი - პროკურატურამ შესაძლოა სასამართლოს მიმართოს და ჩვენი დაკითხვა მოითხოვოს, რაც უკანონო იქნება დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის პაატა მეხრიშვილის განცხადებით, თუ ადვოკატებს სასამართლოში დაიბარებენ დაკითხვაზე, ამ შემთხვევაში ისინი იძულებულები იქნებიან ჩვენება მისცენ და დაარღვიონ არაერთი კანონი, რომელიც ადვოკატისა და კლიენტის კონფიდენციალურობას ეხება. როგორც მეხრიშვილმა აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას პირველ რიგში პროკურატურა და შემდეგ უკვე სასამართლო არ მიიღებს და ადვოკატებს, სასამართლოში არ დაიბარებს.

„გამოკითხვა ნებაყოფლობითი პროცედურაა. ამის მერე იწყება უფრო რთული პროცედურა და იმედი მაქვს ქართული პროკურატურა ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ჩვენ რომ არ მივიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში და ეს დავასაბუთეთ, ეს ერთი მხარეა. ახლა შესაძლებელია პროკურატურამ მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მაგისტრი მოსამართლის წინაშე ჩვენი დაკითხვა, რაც აბსოლუტურად უკანონო იქნება. იმედი მაქვს, ქართული მართლმსაჯულება და სასამართლო მიიღებს, სწორ, ობიექტურ და რაც ყველაზე მთავარია, კანონიერ გადაწყვეტილებას და არ დაუშვებს ჩვენს დაბარებას და მიწვევას სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვის თაობაზე. თუკი ჩვენ დაგვიბარა სასამართლომ ჩვენ უკვე ვალდებულები ვიქნებით მივცეთ ჩვენება, რაც გაგვათქმევინებს კონფიდენციალურ ინფორმაციას“, - განაცხადა მეხრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო უწყებაში გამოცხადების მიუხედავად, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს - პაატა მეხრიშვილს, მიხეილ რამიშვილს, გიორგი ფანცულაიასა და მია ზოიძეს პროკურატურისთვის ჩვენება არ მიუციათ.

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის მოწმეების ჩვენებების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება 3 ოქტომბერს დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული
რუსთავში, რუსთაველის ქუჩის #26-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
თბილისის მერი დიდ დიღომში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან ერთად, დიდ დიღომში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
რუსთავში "მეგატექნიკის" მაღაზია გაძარცვეს
რუსთავში ტექნიკის მაღაზია "მეგატექნიკა" გაძარცვეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. "მეგატექნიკაში" უცნობი პირი შეიჭრა და წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით
ოჯახში ძალადობის ბრალდებით 18 პირი, ხოლო მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კახეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 18 პირი დააკავეს.
გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას და ყველა სამშვიდობო ბერკეტს გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის გასამთლიანებლად
ჩვენი სამშობლოს უახლეს ისტორიაში 25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში საბჭოთა
ქუთაისში "ტორტის სახლი რაფაელო" გაქურდეს
ქუთაისში, თამარ მეფის გამზირზე არსებული "ტორტის სახლი რაფაელო" გაქურდეს. ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა მაღაზიის სალარო გატეხეს და თანხა წაიღეს.
პროკურატურა გიორგი სანაიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადებას სწავლობს
ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადებას საქართველოს პროკურატურა სწავლობს.
გიორგი სანაიას ოჯახი პროკურატურას მიმართავს
2001 წელს, საკუთარ სახლში მოკლული ჟურნალისტის, გიორგი სანაიას ოჯახი პროკურატურას მიმართავს, პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყოს.
სუს-ი საოკუპაციო ძალებს და დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, ქუტაშვილს და პავლიაშვილს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლაში ბარიერი არ შეუქმნას
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს, ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი