არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4671
EUR
1 EUR
3.0375
RUB
100 RUB
4.3763
25-02-2018
სასამართლომ კანონიერ ქურდობაში ბრალდებული პირი გაამართლა
14:30 12-10-2017
სასამართლომ კანონიერ ქურდობაში ბრალდებული პირი გაამართლა თბილისის საქალაქო სასამართლომ კანონიერ ქურდობაში ბრალდებული პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ხდრ ხდრიანი, მეტსახელად „ხიდირ მასივსკი“ წარდგენილ ბრალში გაამართლა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. როგორც ხდრიანის ადვოკატი თამარ აბესაძე აცხადებს, სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანი და კანონიერი იყო.

„სასამართლომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. პროკურატურამ ვერ წარადგინა ვერც ერთი მტკიცებულება იმისა, რომ დაედასტურებინა წარდგენილი ბრალი. არ არსებობს არც იმის მტკიცებულება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი რაიმენაირ ე.წ. გარჩევებსა თუ „ობშიაკების“ აკრეფაში ყოფილიყო ჩართული, ან მისი დავალებით ხდებოდა რაიმე სახის უკანონობა. შესაბამისად, მოსამართლემ შეაფასა ყველა მტკიცებულება და გაამართლა ხდრ ხდრიანი“, - განაცხადა აბესაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული
რუსთავში, რუსთაველის ქუჩის #26-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
თბილისის მერი დიდ დიღომში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან ერთად, დიდ დიღომში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
რუსთავში "მეგატექნიკის" მაღაზია გაძარცვეს
რუსთავში ტექნიკის მაღაზია "მეგატექნიკა" გაძარცვეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. "მეგატექნიკაში" უცნობი პირი შეიჭრა და წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით
ოჯახში ძალადობის ბრალდებით 18 პირი, ხოლო მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კახეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 18 პირი დააკავეს.
გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას და ყველა სამშვიდობო ბერკეტს გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის გასამთლიანებლად
ჩვენი სამშობლოს უახლეს ისტორიაში 25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში საბჭოთა
ქუთაისში "ტორტის სახლი რაფაელო" გაქურდეს
ქუთაისში, თამარ მეფის გამზირზე არსებული "ტორტის სახლი რაფაელო" გაქურდეს. ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა მაღაზიის სალარო გატეხეს და თანხა წაიღეს.
პროკურატურა გიორგი სანაიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადებას სწავლობს
ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადებას საქართველოს პროკურატურა სწავლობს.
გიორგი სანაიას ოჯახი პროკურატურას მიმართავს
2001 წელს, საკუთარ სახლში მოკლული ჟურნალისტის, გიორგი სანაიას ოჯახი პროკურატურას მიმართავს, პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყოს.
სუს-ი საოკუპაციო ძალებს და დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, ქუტაშვილს და პავლიაშვილს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლაში ბარიერი არ შეუქმნას
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს, ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი