არქივი
«« ოქტომბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4863
EUR
1 EUR
2.9405
RUB
100 RUB
4.3181
20-10-2017
შსს - სახალხო დამცველის დაუსაბუთებელი ბრალდებები მიზნად ისახავს არა მხოლოდ სამინისტროს დისკრედიტირებას, არამედ ჩრდილს აყენებს ომბუდსმენის ინსტიტუტს
17:42 12-10-2017
შსს - სახალხო დამცველის დაუსაბუთებელი ბრალდებები მიზნად ისახავს არა მხოლოდ სამინისტროს დისკრედიტირებას, არამედ ჩრდილს აყენებს ომბუდსმენის ინსტიტუტს სახალხო დამცველის მიერ პერიოდულად გაჟღერებული, დაუსაბუთებელი ბრალდებები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, მიზნად ისახავს არა მხოლოდ ამ უწყების დისკრედიტირებას, არამედ ჩრდილს აყენებს თავად სახალხო დამცველის ინსტიტუტს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველის მხრიდან პოლიციის სისტემაში დაკავებულთა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ზრდაზე საუბარი არის ყოვლად დაუსაბუთებელი, ზედაპირული და არ ასახავს ობიექტურ ჭეშმარიტებას.

„ინტერპრესნიუსი“ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„გვსურს, გამოვეხმაუროთ სახალხო დამცველის მხრიდან ბოლო პერიოდში საქართველოს პოლიციის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას.
შსს-მ უკვე გაავრცელა განცხადება თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შესაბამისი სამართლებრივი განმარტებით, რომელიც პოლიციის ქმედების კანონიერებას ადასტურებდა.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შსს-ს სისტემაში, დაკავებულ პირებთან ურთიერთობის, მათი მონახულების პრობლემა არასდროს შექმნიათ, მათ შორის, არც მოცემულ შემთხვევაში. აქციიდან პოლიციის განყოფილებებში გადაყვანილი, დაკავებული პირების მონახულების საშუალება, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს, ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, პირველივე ფიზიკური შესაძლებლობის შექმნისთანავე მიეცათ.

ამდენად, გაკვირვებას გამოვთქვამთ სახალხო დამცველის მხრიდან აღნიშნული ფაქტის არასწორი ინტერპრეტაციის გამო.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით.

შს სამინისტრო დიდ პატივს სცემს სახალხო დამცველის ინსტიტუტს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში უკლებლივ ყველა მოქალაქის უფლებების დაცვა, მიუხედავად მისი პროფესიისა თუ სხვა სახის კუთვნილებისა. ამდენად, გამოვხატავთ შეშფოთებას, ვინაიდან სახალხო დამცველის მიერ პერიოდულად გაჟღერებული, დაუსაბუთებელი ბრალდებები ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სამართალდამცავი ორგანოს - შსს-ს მიმართ, რამაც ერთგვარი ტენდენციის სახე მიიღო, მიზნად ისახავს არა მხოლოდ ამ უწყების დისკრედიტირებას, არამედ ჩრდილს აყენებს თავად სახალხო დამცველის ინსტიტუტს.

სახალხო დამცველს მართებს, მიუკერძოებლად შეასრულოს კონსტიტუციური ორგანოს უმნიშვნელოვანესი ფუნქციები. მას, როგორც ომბუდსმენთა საერთაშორისო გლობალური გაერთიანების წევრს, ჯეროვნად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ომბუდსმენის ინსტიტუტსა და სახელმწიფო ორგანოებს შორის ურთიერთობების საუკეთესო პრაქტიკის მნიშვნელობა და მოქმედებდეს ობიექტურად, კრიტიკული დამკვირვებლის პოზიციიდან, მიმართავდეს ყველა ძალისხმევას, რათა მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებების დაცვა მაღალი სტანდარტებით. ამ მიზნის მიღწევა კი შეუძლებელია დაუსაბუთებელი ბრალდებებით, ერთპიროვნული შეფასებებით, საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანითა და სახალხო დამცველის ინსტიტუტის თვითდისკრედიტაციით.

აქვე, შევნიშნავთ იმასაც, რომ სახალხო დამცველის მხრიდან პოლიციის სისტემაში დაკავებულთა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ზრდაზე საუბარი არის ყოვლად დაუსაბუთებელი, ზედაპირული და არ ასახავს ობიექტურ ჭეშმარიტებას. როდესაც სახალხო დამცველი პოლიციას ადანაშაულებს სისასტიკესა და ძალის გადამეტებაში, მხოლოდ მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირის მონათხრობის საფუძველზე, მით უფრო, იმ დროს, როცა აღნიშნული პირი მისი მეუღლის ნათესავი და მის ოჯახთან დაახლოებულია, იყენებს სახალხო დამცველის მანდატს ყაჩაღობაში ბრალდებული ნათესავის გასამართლებლად, ვფიქრობთ, დასკვნები თავად საზოგადოებამ უნდა გააკეთოს.

სახალხო დამცველს არც ერთხელ არ დაუცავს თავად პოლიციელთა უფლებები და არასოდეს გამოუთქვამს პროტესტი ამა თუ იმ დანაშაულში ბრალდებულ პირთა მხრიდან პოლიციის მიმართ გამოხატულ ძალადობასა თუ ცილისწამებაზე. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, უდანაშაულობის პრეზუმფცია ქვეყნის ყველა მოქალაქეზე, მათ შორის, პოლიციელებზეც ვრცელდება. არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ ამგვარი, სახალხო დამცველის ინსტიტუტისათვის შეუფერებელი მიდგომები, საფრთხეს უქმნის თავად საზოგადოების უსაფრთხოებას და ქმნის წინაპირობას დანაშაულის წახალისებისთვის.

გვსურს, ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ ნებისმიერი გადაცდომის გამოვლენა და მასზე ადეკვატური რეაგირება უწინარესად სწორედ შსს-ს ინტერესს წარმოადგენს. ამ მიმართულებით ეფექტურად მუშაობს შსს-ს გენერალური ინსპექცია, რომელიც არც ერთ შეტყობინებას რეაგირების გარეშე არ ტოვებს. ამაზე მიუთითებს შესაბამისი სტატისტიკა, რომელიც ღია და საჯაროა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. აღნიშნული სტატისტიკა, თავის მხრივ, ცხადყოფს უწყების მიდგომებს ნებისმიერი სახის გადაცდომის მიმართ.

შს სამინისტრო არასდროს გაურბის ობიექტურ კრიტიკას და მოწოდებულია ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან, განსაკუთრებით, სახალხო დამცველის ოფისთან კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ, დასავლური სტანდარტების, ადამიანის უფლებების დაცვაზე მაქსიმალურად ორიენტირებული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დავით სერგეენკო - ყიზილაჯლოში დაჭრილთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, მეორის - საშუალო სიმძიმის
სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილთაგან ორი პირის ოპერაცია დასრულდა, მათგანი ერთის მდგომარეობა მძიმეა,
ჯანდაცვის მინისტრი მარნეულში ჩავიდა
დაჭრილების მდგომარეობის გასაცნობად მარნეულში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჩავიდა.
გიორგი მღებრიშვილი - ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ
შინაგან საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ მარნეულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე კვალიფიკაცია შეიცვალოს.
გიორგი მღებრიშვილი - გთხოვთ, წინასწარ ვერსიების გავრცელებისგან თავი შევიკაოთ, ნუ განვიხილავთ ამას ცალსახად პოლიტიკურ ჭრილში
გთხოვთ, წინასწარ ვერსიების გავრცელებისგან თავი შევიკაოთ, ნუ განვიხილავთ ამას ცალსახად პოლიტიკურ ჭრილში,
არჩილ თალაკვაძე - დაჭრილია რამდენიმე ადამიანი, რომელთაც სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები მარნეულში, კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ იმყოფებიან,
სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანია დაჭრილი
მარნეულის რაიონში, სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანია დაჭრილი, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა
სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილი “ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი და საკრებულოს დეპუტატი “ჯეოჰოსპიტალის" კლინიკაში არიან გადაყვანილი
სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილი “ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი მარნეულში
სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი თავდასხმის შედეგად საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი დაჭრეს
სოფელ ყიზილაჯლოში "ქართული ოცნების" შტაბთან თავდასხმა მოხდა. პირველადი ინფორმაციით, დაჭრილია საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი,
საქალაქო სასამართლო ე.წ. ციანიდის საქმეზე მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილისა და სხდომის მდივნის გამოკითხვას უარყოფს
თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო სხდომის მასალების მედიაში გავრცელების საქმეზე დაწყებული
პროკურატურა - ლევან მექვაბიშვილთან საპროცესო შეთანხმება იმის გათვალისწინებით გაფორმდა, რომ დანაშაული აღიარა და დაზარალებულ ალექსი პეტრიაშვილს შეურიგდა
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილთან