არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4671
EUR
1 EUR
3.0375
RUB
100 RUB
4.3763
25-02-2018
ირმა ჭკადუა - დაგეგმილია სოსო ოხანაშვილის ჩვენების გასაჯაროება, პროკურატურამ უნდა აღკვეთოს დახურული სხდომის ოქმების გამოქვეყნება
18:22 12-10-2017
ირმა ჭკადუა - დაგეგმილია სოსო ოხანაშვილის ჩვენების გასაჯაროება, პროკურატურამ უნდა აღკვეთოს დახურული სხდომის ოქმების გამოქვეყნება ადვოკატი ირმა ჭკადუა საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება და აღიკვეთოს დეკანოზ გიორგი მამალაძის დახურული სასამართლო სხდომის ოქმების გამოქვეყნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჭკადუამ განუცხადა, ერთ–ერთი ტელეკომპანია აპირებს გამოაქვეყნოს პატრიარქის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის ჩვენების ნაწილი, რომელიც მან დახურულ სასამართლო სხდომაზე მისცა.

ჭკადუას განცხადებით, ჩვენებაში ოხანაშვილი მისი, ნანა კაბაბაძისა და ეკა ბესელიას შესახებ საუბრობს და მათ შეწყალების კომისიასთან კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.

„რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთი ტელეკომპანიიდან დამირეკა ჟურნალისტმა და დახურული სასამართლო სხდომის ოქმიდან, კერძოდ, ოხანაშვილის დაკითხვიდან დამისვა კითხვები. ოხანაშვილი თურმე მე, ნანა კაკაბაძეს და ეკა ბესელიას გვახსენებს; "ციანიდის საქმეზე" თურმე თქვა, რომ მე, ირმა ჭკადუას საპატრიარქოში შეწყალების კომისიასთან მქონდა კორუფციული გარიგებები და ამასთან დაკავშირებით მთხოვა კომენტარები.
მივმართავ მთავარ პროკურატურას, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 381–ე მუხლით, ვინაიდან, ჟურნალისტმა იცოდა, რომ ის საუბრობდა დახურული სასამართლო სხდომის ოქმებში დაფიქსირებულ ინფორმაციაზე, რაზეც სასამართლოს გამოტანილი აქვს განჩინება და მას არ უნდა ჰქონდეს წვდომა აღნიშნულ ინფორმაციაზე. სხდომის დახურვის მიუხედავად ის აპირებს ამ ჩვენების გამოქვეყნებას.

მთავარი ამბავი არის ის, რომ ბატონი ოხანაშვილი პირდაპირ არის დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და აღნიშნულ ტელეკომპანიასთან, რომელიც დაინტერესებულია ჩემი დისკრედიტაციით. ვინაიდან საპატრიარქოში მისი დანაშაულებრივი, ანტისახელმწიფოებრივი და პატრიარქის მიმართ ანტისაქციელებში პრაქტიკულად ვამხილეთ ჩვენ. ის ყველაფერს აკეთებს, რომ ჩემი სახელის დისკრედიტაცია მოახდინოს. ოხანაშვილი, რომელიც იყო პატრიარქის დაცვის უფროსი, დაინტერესებულია სახელი შეუბღალოს მის უწმინდესობას. სოსო ოხანაშილი ანტისახელმწიფოებრივად მოქმედი პირია, ვინაიდან ის გარდა იმისა, რომ იყო პატრიარქის დაცვის უფროსი, ამავდროულად იყო საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი. როდესაც ის აკეთებს განცხადებას, რომ პატრიარქი ტერორისტებს იფარებდა და მან ეს ინფორმაცია იცოდა, მოქმედებდა ანტისახელმწიფოებრივად. სწორედ მას უნდა აღეკვეთა დანაშაული, თუ ასეთს ადგილი ჰქონდა.

ოხანაშვილი დაკავებული იყო სხვადასხვა მეუფეებზე კომპრომატების შეგროვებით, რათა შემდგომ ამ მეუფეებზე სხვადასხვა გზით მოეხდინა ზემოქმედება, რომ მისი ბინძური მიზნებისთვის მიეღწია. აქედან გამომდინარე, იგივე მეთოდით ცდილობს ჩემზე რაიმე ზეგავლენა მოახდინოს.
კატეგორიულად მოვითხოვ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოახდინოს რეაგირება და გამოძიება დაიწყოს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 381–ს მუხლით, რათა დახურული სასამართლო სხდომის ოქმების გამოქვეყნება აღიკვეთოს. არა აქვს მნიშვნელობა ჟურნალისტი იქნება, ადვოკატი თუ სხვა პირი, ვინც დახურული სასამართლოს სხდომის ოქმს გაასაჯაროებს, პასუხი უნდა აგოს 381–ე მუხლით.

და მეორე, გამოიძიონ ჩემი კავშირი ეკა ბესელიასთან და ნანა კაკაბაძესთან ერთად შეწყალების კომისიასთან რაიმე სახის ურთიერთობაში შეწყალების კომისიასთან.

გამოძიების შემდეგ მივმართავ სასამართლოს არა მარტო ოხანაშვილის წინააღმდეგ, პატივისა და ღირსების, სახელის გატეხვისთვის და ინფორმაციის გავრცელებისთვის. თუკი ვერ გააკეთა ეს პროკურატურამ, ვერ აკეთებს ამას საქართველოს საპატრიარქო, გავაკეთებ მე, რომ ფარდა ავხადო, თუ ვინ არის სოსო ოხანაშვილი, რითი იყო დაკავებული, ვინ დგას მის უკან და საერთოდ, რას აკეთებდა ის საპარტიარქოში“, – განუცხადა ჭკადუამ „ინტერპრესნიუსს“.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული
რუსთავში, რუსთაველის ქუჩის #26-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
თბილისის მერი დიდ დიღომში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან ერთად, დიდ დიღომში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
რუსთავში "მეგატექნიკის" მაღაზია გაძარცვეს
რუსთავში ტექნიკის მაღაზია "მეგატექნიკა" გაძარცვეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. "მეგატექნიკაში" უცნობი პირი შეიჭრა და წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით
ოჯახში ძალადობის ბრალდებით 18 პირი, ხოლო მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კახეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 18 პირი დააკავეს.
გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას და ყველა სამშვიდობო ბერკეტს გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის გასამთლიანებლად
ჩვენი სამშობლოს უახლეს ისტორიაში 25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში საბჭოთა
ქუთაისში "ტორტის სახლი რაფაელო" გაქურდეს
ქუთაისში, თამარ მეფის გამზირზე არსებული "ტორტის სახლი რაფაელო" გაქურდეს. ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა მაღაზიის სალარო გატეხეს და თანხა წაიღეს.
პროკურატურა გიორგი სანაიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადებას სწავლობს
ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადებას საქართველოს პროკურატურა სწავლობს.
გიორგი სანაიას ოჯახი პროკურატურას მიმართავს
2001 წელს, საკუთარ სახლში მოკლული ჟურნალისტის, გიორგი სანაიას ოჯახი პროკურატურას მიმართავს, პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყოს.
სუს-ი საოკუპაციო ძალებს და დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, ქუტაშვილს და პავლიაშვილს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლაში ბარიერი არ შეუქმნას
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს, ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი