არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4671
EUR
1 EUR
3.0375
RUB
100 RUB
4.3763
25-02-2018
შსს „გორგიას“ დირექტორის გატაცების გეგმის დეტალებზე საუბრობს, მათ შორის აცხადებს, რომ იგეგმებოდა ელექტროშოკების გამოყენება
18:37 12-10-2017
შსს „გორგიას“ დირექტორის გატაცების გეგმის დეტალებზე საუბრობს, მათ შორის აცხადებს, რომ იგეგმებოდა ელექტროშოკების გამოყენება ჰიპერმარკეტ „გორგიას“ დირექტორის, გია გორგოშაძის გატაცებისას ბოროტმოქმედები ელექტროშოკების გამოყენებასაც გეგმავდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გამოძიებას საქმეში აქვს სხვადასხვა მასალები, მათ შორის აუდიო-ვიდეო მასალები, რომელითაც დგინდება, რომ ბოროტმოქმედები კარგად შეიარაღებული იყვნენ და ბიზნესმენის გატაცებას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ.

მამუკა ჭელიძე ადასტურებს, რომ გატაცების შემთხვევაში, ბოროტმოქმედები ბიზნესმენისგან 5 მილიონი დოლარის გამოძალვას გეგმავდნენ. მისივე თქმით, პოლიციამ სპეცოპერაცია სწორედ იმ დღეს ჩაატარა, როდესაც გია გორგოშაძის გატაცება უნდა მომხდარიყო.

„ჯგუფი, რომელიც დავაკავეთ, საკმაოდ კარგად ორგანიზებული იყო. ჯგუფის წევრები დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ ამ პიროვნების გადაადგილების და პირადი ცხოვრების გარკვეულ დეტალებს. უშუალოდ მოქმედებაზე გადავიდნენ მას შემდეგ, რაც 1 თვით ადრე იქირავეს ბინა იმავე კორპუსში, სადაც ბიზნესმენი ცხოვრობდა. ბინის ქირაობის ხელშეკრულებაც კი კონსპირაციის სრული დაცვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე დადეს. ნაქირავები სახლიდან ახდენდნენ თვალთვალს. მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ გარკვეულ ტექნიკურ საკითხებზე, მათ დაიწყეს გატაცების განხორციელებაზე ფიქრი. 11 ოქტომბერი იყო დღე, როდესაც მათ უნდოდათ მოეხდინათ ბიზნესმენის გატაცება. მათ ჰქონდათ გარკვეული შეიარაღება, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღები, ელექტროშოკები და ა.შ. განიხილავდნენ თავისუფლების აღკვეთის სხვადასხვა მეთოდოლოგიას. მათ გარკვეული როლებიც ჰქონდათ განაწილებული, თუ ვინ როგორ ახდენდა პიროვნების გატაცებას. თუ წინააღმდეგობა იქნებოდა, რა თქმა უნდა, განიხილავდნენ ბიზნესმენისთვის ფიზიკური დაზიანების მიყენებაც, კერძოდ ელექტროშოკებით გათიშვა“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის თქმით, საქართველოს სამი და 1 უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავება სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული
რუსთავში, რუსთაველის ქუჩის #26-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
თბილისის მერი დიდ დიღომში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან ერთად, დიდ დიღომში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
რუსთავში "მეგატექნიკის" მაღაზია გაძარცვეს
რუსთავში ტექნიკის მაღაზია "მეგატექნიკა" გაძარცვეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. "მეგატექნიკაში" უცნობი პირი შეიჭრა და წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით
ოჯახში ძალადობის ბრალდებით 18 პირი, ხოლო მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კახეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 18 პირი დააკავეს.
გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას და ყველა სამშვიდობო ბერკეტს გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის გასამთლიანებლად
ჩვენი სამშობლოს უახლეს ისტორიაში 25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში საბჭოთა
ქუთაისში "ტორტის სახლი რაფაელო" გაქურდეს
ქუთაისში, თამარ მეფის გამზირზე არსებული "ტორტის სახლი რაფაელო" გაქურდეს. ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა მაღაზიის სალარო გატეხეს და თანხა წაიღეს.
პროკურატურა გიორგი სანაიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადებას სწავლობს
ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადებას საქართველოს პროკურატურა სწავლობს.
გიორგი სანაიას ოჯახი პროკურატურას მიმართავს
2001 წელს, საკუთარ სახლში მოკლული ჟურნალისტის, გიორგი სანაიას ოჯახი პროკურატურას მიმართავს, პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყოს.
სუს-ი საოკუპაციო ძალებს და დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, ქუტაშვილს და პავლიაშვილს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლაში ბარიერი არ შეუქმნას
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს, ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი