არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4671
EUR
1 EUR
3.0375
RUB
100 RUB
4.3763
25-02-2018
შსს ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ასახულია, როგორ გეგმავენ კონკრეტული პირები „გორგიას“ დირექტორის გატაცებას
19:31 12-10-2017
შსს ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ასახულია, როგორ გეგმავენ კონკრეტული პირები „გორგიას“ დირექტორის გატაცებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ჰიპერმარკეტ „გორგიას“ დირექტორის. გია გორგოშაძის გატაცების მცდელობის საქმესთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს. ვიდეომასალაში ასახულია, როგორ გეგმავენ კონკრეტული პირები ადამიანის გატაცებას.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი: 1962 წელს დაბადებული დ. ფ., 1980 წელს დაბადებული ვ. ვ., 1987 წელს დაბადებული გ. დ. და 1959 წელს დაბადებული რ. მ., თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გამოძალვის მომზადების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის მიზნით, გია გორგოშაძის თავისუფლების უკანონო აღკვეთა განიზრახეს. განზრახვის აღსრულების მიზნით, მათ დაზარალებულის საცხოვრებელ კორპუსში ბინა წინასწარ დაიქირავეს, საიდანაც მას აკვირდებოდნენ და მისი გადაადგილების მარშრუტს სწავლობდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სამოქმედო სქემაც წინასწარ ჰქონდათ შემუშავებული. სამართალდამცველებმა ბრალდებულები დანაშაულის მომზადების პროცესში დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა, ნიღბები, მობილური ტელეფონები, წებოვანი ლენტები, ხელბორკილები, ელექტროშოკი და ე.წ. პარიკი ამოიღო.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 18-143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და 18-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით).


იხილეთ ვიდეო: შსს ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ასახულია, როგორ გეგმავენ კონკრეტული პირები "გორგიას" დირექტორის გატაცებას
PLAYER_GET_VIDEOFLASH
InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული
რუსთავში, რუსთაველის ქუჩის #26-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
თბილისის მერი დიდ დიღომში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან ერთად, დიდ დიღომში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
რუსთავში "მეგატექნიკის" მაღაზია გაძარცვეს
რუსთავში ტექნიკის მაღაზია "მეგატექნიკა" გაძარცვეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. "მეგატექნიკაში" უცნობი პირი შეიჭრა და წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით
ოჯახში ძალადობის ბრალდებით 18 პირი, ხოლო მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კახეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 18 პირი დააკავეს.
გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას და ყველა სამშვიდობო ბერკეტს გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის გასამთლიანებლად
ჩვენი სამშობლოს უახლეს ისტორიაში 25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში საბჭოთა
ქუთაისში "ტორტის სახლი რაფაელო" გაქურდეს
ქუთაისში, თამარ მეფის გამზირზე არსებული "ტორტის სახლი რაფაელო" გაქურდეს. ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა მაღაზიის სალარო გატეხეს და თანხა წაიღეს.
პროკურატურა გიორგი სანაიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადებას სწავლობს
ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადებას საქართველოს პროკურატურა სწავლობს.
გიორგი სანაიას ოჯახი პროკურატურას მიმართავს
2001 წელს, საკუთარ სახლში მოკლული ჟურნალისტის, გიორგი სანაიას ოჯახი პროკურატურას მიმართავს, პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყოს.
სუს-ი საოკუპაციო ძალებს და დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, ქუტაშვილს და პავლიაშვილს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლაში ბარიერი არ შეუქმნას
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს, ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი