არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7268
EUR
1 EUR
3.2176
RUB
100 RUB
4.5750
20-11-2017
შსს - ევროკომისია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებს დადებითად აფასებს
09:26 11-11-2017
შსს - ევროკომისია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებს დადებითად აფასებს ევროკომისია შსს-ს მიერ განხორციელებულ რეფორმებს დადებითად აფასებს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” შინაგას საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდს. დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი.

ანგარიშში ხაზგასმულია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საპოლიციო სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

ევროკომისია მაღალ შეფასებას აძლევს 2017 წლის აპრილში საქართველოს შსს-ს მიერ ევროპოლთან სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობას.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ორგანიზებული დანაშაულის და სხვა არალეგალური ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, საქართველში შემუშავდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია და 2017 – 2020 წლების სამოქმედო გეგმა, ასევე, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის 2017 – 2018 წლების სამოქმედო გეგმა.

ევროკომისია დადებითად აფასებს შსს-ს მიერ განხორციელებულ სამუშაოს „კანონიერი ქურდების“, ასევე, ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. ანგარიშში, ასევე, ყურადღება ეთმობა შსს-ს პროექტებს - ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა და საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია.

ევროკომისიის შეფასებით, 2017 წელს საქართველომ წარმატებით გააგრძელა მიგრაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელება, ისევე, როგორც მიგრაციის ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვა.
ანგარიშის თანახმად, გრძელდება რეფორმები საზღვრის მართვის სფეროში, მათ შორის, ინფრასტრუქტურის განახლებისა და დამატებითი სასაზღვრო სექტორების შექმნის კუთხით.

დოკუმენტში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის კონტექსტში, საუბარია საქართველოს მიერ სტამბულის კონვენციის რატიფიკაციაზე, ასევე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებულ კამპანიებზე, რის შედეგადაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხრიდან პოლიციისადმი მიმართვიანობის რაოდენობა გაიზარდა.
ანგარიშში, ასევე, ნათქვამია, რომ პოლიციის დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის პრევენციის მიზნით დაინერგა შესაბამისი მექანიზმები.
ევროკომისია, ასევე, წარმატებულად მიიჩნევს შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის პირველი თვეების შედეგებს და აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების, ტერორიზმთან და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის სფეროებში საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მთავარი პროკურატურა - აფგან მუხთარლის დაკითხვის საკითხზე აზერბაიჯანულ მხარეს სამი მიმართვა გაეგზავნა, რაზეც პასუხი მიღებული არ არის
საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის დაკითხვის შესახებ სამართლებრივი
არჩილ ჩოფიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ მუხთარლის დაკითხვის შესახებ საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა, აზერბაიჯანულმა მხარემ საქმეს არ დაურთო
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ქართველი ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ მუხთარლის დაკითხვის შესახებ
კიევიდან დეპორტირებული ქართველი ოპერატორი უკრაინისა და ევროპის სასამართლოებისთვის მიმართვას აპირებს
კიევიდან დეპორტირებული, „რუსთავი 2“-ის ოპერატორი თამაზ შავშიშვილი მისი გამოძევების საკითხზე უკრაინისა და ევროპის სასამართლოებისთვის მიმართვას აპირებს.
დღეიდან ადვოკატის პორტალი ამოქმედდა
დღეიდან ადვოკატის პორტალი ამოქმედდა, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის წევრებს საშუალებას მისცემს შექმნან საკუთარი ელექტრონული ანგარიში და პროფილი.
ადვოკატი - აფგან მუხთარლის საქმეში ქართველი პროკურორების მიერ მისი დაკითხვის შესახებ მოთხოვნა არ ფიგურირებს
აფგან მუხთარლის სისხლის სამართლის საქმეში, მასთან ქართველი პროკურორების შეშვებასთან დაკავშირებით ქართული მხარის მოთხოვნა არ ფიგურირებს,
მუსტაფა ემრე ჩაბუქი - გიულენს საერთოდ არ ვიცნობ, არც პირადად შემხვედრია, მის წიგნებში ტერორიზმზე არასდროს ამომიკითხავს არც ერთი წინადადება
არც საქართველოში და არც თურქეთში არც ლეგალური და არც არალეგალური შეხება ტერორისტებთან არ მაქვს, - ამის შესახებ დემირელის კოლეჯის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა
სასამართლომ უკრაინის მოქალაქის ირინა სავიცკაიას საექსტრადიციო პატიმრობის გაგრძელების შესახებ „სასამართლოს მეგობრის“ შუამდგომლობა დააკმაყოფილა
სახალხო დამცველის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობის გაგრძელების შესახებ „სასამართლოს მეგობრის“
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი - დამოუკიდებელი ინსპექტორის პოსტზე ყველაზე საუკეთესო შევარჩიეთ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი დაუსაბუთებელს უწოდებს ვახტანგ მჭედლიშვილის განცხადებას,
ვახტანგ მჭედლიშვილის განცხადებით, დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე არჩეულ ქეთევან ცინცაძეს მხარი არ დაუჭირა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილი წევრის, ვახტანგ მჭედლიშვილის განცხადებით, დამოუკიდებელი ინსპექტორის
სარფში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს
სარფში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს, - ამის შეახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.