არქივი
«« ნოემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7268
EUR
1 EUR
3.2176
RUB
100 RUB
4.5750
18-11-2017
სასჯელაღსრულების სამინისტრო - უწყების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ევროკომისიის ანგარიშში დადებითადაა შეფასებული
09:28 11-11-2017
სასჯელაღსრულების სამინისტრო - უწყების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ევროკომისიის ანგარიშში დადებითადაა შეფასებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტის მიერ 2017 წელს დამტკიცდა, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ევროკომისიის ანგარიშში დადებითადაა შეფასებული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ანგარიშის თანახმად, საკანონმდებლო პაკეტი პატიმართა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე ცვლილებას მოიცავს, მათ შორისაა ახალი ტიპის დაწესებულების შექმნა, რომელიც მსჯავრდებულებს გათავისუფლებისთვის მოამზადებს, ასევე, შინაპატიმრობის, როგორც ალტერნატიული სასჯელის გამოყენების შესაძლებლობის გაზრდა და დაბალი რისკისა და გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულებისთვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა.

ამასთან, ევროკომისია დადებითად აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა წინასწარი დაკავება და პატიმრობა შემცირებულია ალტერნატიული ზომების უფრო ფართო გამოყენების შედეგად. უწყების ცნობით, ევროკომისიის ანგარიში 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს და მასში საქართველოს მიერ ევროკავშირთან შეთანხებული მიმართულებებით რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესია შეფასებული.
InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
შსს-მ ოჯახში ძალადობის ფაქტი გახსნა
შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა 1971 წელს დაბადებული