არქივი
«« ნოემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7268
EUR
1 EUR
3.2176
RUB
100 RUB
4.5750
18-11-2017
”ციანიდის საქმის” განხილვა სააპელაციო სასამართლოში 6 დეკემბერს ჩაინიშნა
10:05 11-11-2017
”ციანიდის საქმის” განხილვა სააპელაციო სასამართლოში 6 დეკემბერს ჩაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 6 დეკემბერს ”ციანიდის საქმის” სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის განაჩენს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარე ასაჩივრებს. ადვოკატის განმარტებით, პროკურატურა ასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „ანგარებით მკვლელობის მომზადების“ მუხლი „შურისძიების მიზნით განზრახ მკვლელობის მუხლით“ შეიცვალა. რაც შეეხება დაცვის მხარეს გიორგი ფანცულაიას განმარტებით, ისინი დეკანოზ გიორგი მამალაძისათვის სასჯელის სრულ გაუქმებას მოითხოვენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი 5 სექტემბერს გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. სასამართლოში ”ციანიდის საქმეზე” დავა რვა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დეკანოზ მამალაძეს ბრალად ედებოდა პატრიარქის მთარგმნელ-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადება, რისთვისაც მან მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი შეიძინა და ასევე, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა.

სასამართლომ „ანგარებით მკვლელობის მომზადების“ მუხლი „შურისძიების მიზნით განზრახ მკვლელობის მუხლით“ შეცვალა, მამალაძე დამნაშავედ ცნეს იარაღის შეძენა-შენახვის ნაწილშიც. დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელის სახედ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წვევამდელებმა სამხედრო ფიცი მიიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 179 წვევამდელმა სამხედრო ფიცი მიიღო.
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,
შსს-მ ოჯახში ძალადობის ფაქტი გახსნა
შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა 1971 წელს დაბადებული