არქივი
«« დეკემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5405
EUR
1 EUR
2.9980
RUB
100 RUB
4.3152
16-12-2017
შსს-ს ყოფილი თანამშრომლის ადვოკატი - ბრალდებულმა მითხრა, საზოგადოებისგან იზოლირება მჭირდება - მინდა, საკუთარი თავი ცოტა ხნით დავსაჯოო
13:36 07-12-2017
შსს-ს ყოფილი თანამშრომლის ადვოკატი - ბრალდებულმა მითხრა, საზოგადოებისგან იზოლირება მჭირდება - მინდა, საკუთარი თავი ცოტა ხნით დავსაჯოო თვითონ ფაქტი იმდენად რთულია, განვიცდი და მინდა ჩემი თავი ცოტა ხნით დავსაჯოო, საზოგადოებისგან იზოლირება მინდაო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ერთ-ერთი პირის ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბრალდებულის მოთხოვნით, რომელიც ერთ-ერთი მოსწავლის მამა და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე არ გაასაჩივრებს.

„არ გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას, რადგან სასამართლოშივე მითხრა, იმდენად დათრგუნული ვარ, რომ არ მინდა არანაირი გასაჩივრებაო, თუნდაც უდანაშაულო ვიყოო. საზოგადოებისგან იზოლირება მინდა, ისე განვიცდიო. თვითონ ფაქტი, იმდენად რთულიაო, განვიცდი და მინდა ჩემი თავი ცოტა ხნით დავსაჯოო“, - აღნიშნა ბუცხრიკიძემ.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაული აღიარა, თუმცა აქვე ბუცხრიკიძე აღნიშნავს, რომ ბრალდებული აპირებდა პოლიციაში მისვლას შვილთან ერთად, რათა მომხდარის შესახებ განეცხადებინა.

„დანაშაული აღიარა. არ დასცალდა ამ კაცს რომ მისულიყო იქ. თვითონ ფაქტი მთელმა საქართველომ იცოდა და მაგის მისვლა არაფერს არ წვყეტდა. მიდიოდა, რათა წარედგინა თავისი შვილი და რაც იცოდა განეცხადებინა პოლიციისთვის“, - განაცხადა ადვოკატმა.

ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს - გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის - დედის მეთვალყურეობის ქვეშ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული აცხადებს, რომ პროკურორის პირველი მოადგილე „მკვლელობის დამკვეთად ირაკლი ფირცხალავას დასახელებას“ სთხოვდა
იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გია სოსანაშვილი მთავარი პროკურორის მოადგილეს მამუკა ვასაძეს გარიგების შეთავაზებაში ადანაშაულებს.
 შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი
გიორგი გახარია გერმანიის ელჩს შეხვდა
ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰაიკე ფაიჩს შეხვდა.
ოჯახში ძალადობის ბრალდებით, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1958 წელს დაბადებული, ამავე დანაშაულის ჩადენისთვის