არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4791
EUR
1 EUR
3.0282
RUB
100 RUB
4.0254
25-04-2018
შს მინისტრი კრიმინალური პოლიციის რეფორმირებას გეგმავს
14:07 07-12-2017
შს მინისტრი კრიმინალური პოლიციის რეფორმირებას გეგმავს კრიმინალური პოლიცია, როგორც ძირითადი ხერხემალი სამართალდამცავი სტრუქტურის, უნდა იყოს უფრო ეფექტური, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მინისტრის თქმით, სტრუქტურული რეფორმები სწორედ კრიმინალური პოლიციის ეფექტურობის გაზრდას ემსახურება.

„სამწუხაროდ, კრიმინალური პოლიცია, რომლის ნაწილსაც შეადგენს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, დღეს საჭიროებს სტრუქტურულ რეფორმებს და ჩვენ ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრეთ. ამიტომ იმ სახით, რითაც დღეს ჩვენ გვაქვს ე.წ. უბნის ინსპექტორები, რა თქმა უნდა, ვერ ჩაერთვებიან ამ თემაში - სკოლის ტერიტორიაზე წესრიგის დამყარებაში. ეს სხვა ამოცანებია, სხვა ფსიქოლოგიური პორტრეტის ადამიანებია“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე განცხადებით, „კრიმინალური პოლიციის სტრუქტურული რეფორმა უნდა განხორციელდეს იმ მიზნებიდან, გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს“.

„ეს პოლიცია, კრიმინალური პოლიცია, როგორც სამართალდამცავი სტრუქტურის ძირითადი ხერხემალი, უნდა იყოს უფრო ეფექტური და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უფრო დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული. ეს არის ძირითადი ამოცანა კრიმინალურ პოლიციაში იმ სტრუქტურული რეფორმების, რომელსაც ჩვენ დავგეგმავთ და განვახორციელებთ“, - განაცხადა გახარიამ.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პროკურატურა - გატარდება ყველა საჭირო ღონისძიება, რათა მოხდეს სალომე ტატიშვილის დაღუპვის საქმეზე მსჯავრდებულის ადგილსამყოფელის დადგენა და დაკავება
საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, გატარდება ყველა საჭირო ღონისძიება, რათა მოხდეს 12 წლის სალომე ტატიშვილის დაღუპვის
პროკურორი - სალომე ტატიშვილის საქმეზე გამოტანილი განაჩენი აღსასრულებლად გადაეცემა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც მას სისრულეში მოიყვანენ
განაჩენი აღსასრულებლად გადაეცემა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც მას სისრულეში მოიყვანენ,
სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის განცხადებით, გალის შეხვედრაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელის დასჯის საკითხი კიდევ ერთხელ დააყენეს
გალში ინციდენტების პრევენციისა მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ სუს-ის ანალიტიკური
ინტერპოლმა გია უდესიანზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე უარი თქვა
ინტერპოლმა გია უდესიანზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე უარი თქვა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უდესიანის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა.
სალომე ტატიშვილის დედა - სასამართლოს გადაწყვეტილება გარდამტეხია სამთო-სათხილამურო კურორტებზე ადამიანების სიცოცხლის დაცვის თვალსაზრისით
ეს არის გარდამტეხი, ჩვენს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ადამიანების და განსაკუთრების ბავშვების სიცოცხლის დაცვის თვალსაზრისით,
გუდაურში სრიალის დროს შეჯახების შედეგად დაღუპული სალომე ტატიშვილის საქმეზე ბრალდებულს 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
სააპელაციო სასამართლომ გუდაურში სრიალის დროს შეჯახების შედეგად 12 წლის სალომე ტატიშვილის გარდაცვალებაში ბრალდებული
მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი - მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესი არც ერთი დღით არ შეწყვეტილა
მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესი არც ერთი დღით არ შეწყვეტილა - თბილისში არც მშენებლობების ნებართვების გაცემა და არც მშენებლობები შეჩერებული არ არის,
პროკურორის განცხადებით, ერეკლე კოდუას ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია
პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსის,
პროკურატურამ “იმედში” შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე ერეკლე კოდუა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა
მთავარმა პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბერს, სამაუწყებლო კომპანია “იმედში” უკანონოდ შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე შსს-ს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 4 თვეში 18 კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 4 თვეში 18 კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღეს. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან