არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
პროკურორი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებს
08:51 03-01-2018
პროკურორი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებს პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატის, სოფიო გოგლიჩიძის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებს, თუკი ის „მომდევნო პროცესის გადადებას კვლავ არარეალური მიზეზით მოითხოვს“.

როგორც ნადარეიშვილმა ჟურნალისტებს 25 დეკემბრის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, „პროცესის გადადების მიზეზი, ისევე, როგორც წინა პროცესის შემთხვევაში, უარგუმენტო იყო, რაც მათ სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტებით დაადასტურეს“.

"როგორც წინა, ასევე ამ პროცესზე დავადასტურეთ, რომ ადვოკატმა იცრუა, რომ საქმის მასალების გაცნობა გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ შეძლო. ჩვენ გამოვითხოვეთ დოკუმენტები და დადასტურდა, რომ დაცვის მხარემ ამ 12 დღის მანძილზე, რა ვადაც მიეცა დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად, იმუშავა სულ სამი საათი. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში ან სასამართლო პროცესში მას მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, არგუმენტი, რომ ვერ ასწრებს ამ საქმის გაცნობას, სხვა საქმეებში მონაწილეობის გამო, არის სიცრუე", - აღნიშნა პროკურორმა.

ამასთან, ნადარეიშვილის თქმით, პროცესების გადადების მოთხოვნა, სასამართლო განხილვების გაჭიანურებას ემსახურება.

"თუ ადვოკატი 3 იანვარს ჩანიშნულ სხდომაზე ისევ სხვა არარეალურ მიზეზს მოიგონებს და ანალოგიურ შუამდგომლობას დააყენებს, მე პირადა მივმართავ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას, აღნიშნული ადვოკატის საკითხზე მსჯელობის მიზნით, რათა დაადგინონ დისციპლინური პასუხისმგებლობა", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

როგორც ცნობილია, სააკაშვილის სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატის მოთხოვნის საფუძველზე, სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებული პროცესი 25 დეკემბერსაც გადაიდო. ამის მიზეზად ადვოკატმა ის გარემოება დაასახელა, რომ საქმის მასალების გაცნობა ვერ შეძლო.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ირაკლი სესიაშვილი - სუს-ში სტუმრობისას ერთგვარი ტესტირება ჩავატარეთ, ვცადეთ ერთ-ერთი ნომრის მოსმენა-მიყურადება, რაზეც იმწამსვე მოხდა მონაცემთა დაცვის ინსპექტორის რეაგირება
პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
შსს-ს ინფორმაციით, ათენში დაკავებულ ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს აქტიური კავშირი ჰქონდათ ე.წ. კანონიერ ქურდთან, ნოდარ შუკაკიძესთან
ათენში დაკავებული ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს აქტიური კავშირი ჰქონდათ ე.წ. კანონიერ ქურდთან
ათენში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს
ქართველი და ბერძენი სამართალდამცველების თანამშრომლობის შედეგად, ათენში დანაშაულებრივი ჯგუფის 17 წევრია დაკავებული,
შსს ინგა გრიგოლიას მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ფაქტზე ერთი პირის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინგა გრიგოლიას მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ფაქტზე, 1970 წელს დაბადებული რ.ნ. დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის პირი დააკავა, რომელიც ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის პირი დააკავა, რომელიც ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.
 გიორგი მიქაუტაძე ანა დოლიძის სარჩელზე - კონკრეტული კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს არის სასამართლოს განსახილველი საქმე
კონკრეტული კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან ეს არის სასამართლოს განსახილველი საქმე, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი
მთავარმა პროკურატურამ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დააკავა
საქართველოს მთავარი პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველომ, შსს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით,
ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ ი. ც.-ს სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით
ანა დოლიძე იმედოვნებს, რომ მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი, რომლის წინააღმდეგაც სარჩელი შეიტანა, პროცესში მონაწილეობას "მშვიდად" მიიღებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე იმედოვნებს, რომ საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი,
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა პროკურატურას მირზა სუბელიანის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით მიმართავს
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე პროკურატურას მირზა სუბელიანის სისხლის სამართლის პასუხისგებაში