არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
19-01-2018
მოსამართლე სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოსატანად გავიდა
15:15 03-01-2018
მოსამართლე სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოსატანად გავიდა სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის სასამართლო განხილვა დასრულდა. მოსამართლე გიორგი არევაძე განაჩენის გამოსატანად, სათათბიროდ გავიდა. მანამდე კი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარემ მიმართა. ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, რომელიც მას სახელმწიფოს ხარჯზე იცავს, სასამართლოს ის არგუმენტაცია გააცნო, რის საფუძველზეც აღნიშნულ საქმეზე მის გამართლებას ითხოვს.

როგორც სოფიო გოგლიჩიძის დასკვნით სიტყვაში იყო აღნიშნული, საქმეში არ დევს არავითარი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სააკაშვილის ბრალეულობას დაადასტურებდა. გარდა ამისა, სოფიო გოგლიჩიძემ აღნიშნა, რომ მოწმეთა ჩვენებები არასანდო იყო და მათი უმეტესობა ყოფილი პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკურად მტრულადაა განწყობილი.

ადვოკატის დასკვნითი სიტყვის შემდეგ სასამართლოზე განცხადება პროკურორმა გააკეთა და მოსამართლეს მიმართა, რომ განაჩენის გამოტანისას შეეფასებინა ყველა მტკიცებულება.

„სასამართლოს მივმართავთ განცხადებით, რომ ყველა მტკიცებულება განიხილოს და როდესაც სასამართლო გავა გადაწყვეტილების გამოსატანად. სასამართლოს ვთხოვთ აღნიშნული მტკიცებულებები განხილული იყოს ერთიან ჯაჭვად როგორც ირიბი, ისე დოკუმენტური, ისე პირდაპირი ჩვენებები და მხოლოდ მას შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა საქმის პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ადვოკატი - გამოძიებას ჭანტურიას მიმართ შეკითხვები აღარ აქვს
ნამდვილად არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, რომ გიორგი ჭანტურია გაეჩერებინათ და აღკვეთის ღონისძიება შეეფარდებინათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა.
გიორგი ჭანტურია წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს
გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებულმა გიორგი ჭანტურიამ წუხელ, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა.
შსს - ალექსანდრე კვახაძეზე მომხდარ ძალადობაში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულები არიან
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლისტაბჭოს წევრზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრ ალექსანდრე კვახაძეს თავს დაესხნენ
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს, ალექსანდრე კვახაძეს თავს დაესხნენ. თავდასხმის მოტივი ფულის გამოძალვა იყო.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ალექსანდრე კვახაძე - თავდამსხმელები საკმაოდ დიდი ოდენობის თანხას ითხოვდნენ, რომელიც ონლაინ სესხის სახით უნდა გამომეტანა
„ნაციონალური მოძრაობის“ პიოლიტსაბჭოს წევრი, ალექსანდრე კვახაძე მასზე განხორციელებული თავდასხმის დეტალებზე საუბრობს.