არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5451
EUR
1 EUR
3.1058
RUB
100 RUB
4.5069
17-01-2018
მოსამართლე სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოსატანად გავიდა
15:15 03-01-2018
მოსამართლე სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოსატანად გავიდა სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის სასამართლო განხილვა დასრულდა. მოსამართლე გიორგი არევაძე განაჩენის გამოსატანად, სათათბიროდ გავიდა. მანამდე კი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარემ მიმართა. ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, რომელიც მას სახელმწიფოს ხარჯზე იცავს, სასამართლოს ის არგუმენტაცია გააცნო, რის საფუძველზეც აღნიშნულ საქმეზე მის გამართლებას ითხოვს.

როგორც სოფიო გოგლიჩიძის დასკვნით სიტყვაში იყო აღნიშნული, საქმეში არ დევს არავითარი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სააკაშვილის ბრალეულობას დაადასტურებდა. გარდა ამისა, სოფიო გოგლიჩიძემ აღნიშნა, რომ მოწმეთა ჩვენებები არასანდო იყო და მათი უმეტესობა ყოფილი პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკურად მტრულადაა განწყობილი.

ადვოკატის დასკვნითი სიტყვის შემდეგ სასამართლოზე განცხადება პროკურორმა გააკეთა და მოსამართლეს მიმართა, რომ განაჩენის გამოტანისას შეეფასებინა ყველა მტკიცებულება.

„სასამართლოს მივმართავთ განცხადებით, რომ ყველა მტკიცებულება განიხილოს და როდესაც სასამართლო გავა გადაწყვეტილების გამოსატანად. სასამართლოს ვთხოვთ აღნიშნული მტკიცებულებები განხილული იყოს ერთიან ჯაჭვად როგორც ირიბი, ისე დოკუმენტური, ისე პირდაპირი ჩვენებები და მხოლოდ მას შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა საქმის პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ადვოკატი - გიორგი ჭანტურიას სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მართლსაწინააღმდეგო ვერაფერი აღმოაჩინეს
თბილისში, მცხეთის ქუჩაზე გიორგი ჭანტურიას ფაქტობრივ საცხოვრებელ სახლში, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მართლსაწინააღმდეგო ნივთი
პროკურატურა პრეზიდენტს ურჩევს, თავი შეიკავოს პროკურორების მიმართ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით მოწოდებებისგან
საქართველოს პროკურატურა პრეზიდენტს უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს და ურჩევს, თავი შეიკავოს პროკურორების
სამსონ ქუთათელაძის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭანტურიას ფაქტობრივ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
თბილისში, მცხეთის ქუჩაზე, სამსონ ქუთათელაძის საქმესთან დაკავშირებით, დაკავებულ გიორგი ჭანტურიას ფაქტობრივ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა
ღამის კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე მომხდარ დაჭრაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სააპელაციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
ღამის კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე, პოლიციელისა და დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების
პროკურორი - თურქეთის მოქალაქის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა და მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება
პროკურორ პაატა ცეცხლაძის განცხადებით, თურქეთის მოქალაქის ფემბე ოზლემის საქმეზე ბრალდების მხარე მოწმეებს წარადგენს.
ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული თურქეთის მოქალაქე ბათუმის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული თურქეთის მოქალაქე ფემბე ოზლემი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
არსებული ინფორმაციით, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში დაკავებული პირი უკანასკნელი იყო, ვინც გენერალი ნახა
არსებული ინფორმაციით, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში დაკავებული პირი, გიორგი ჭანტურია უკანასკნელი იყო, ვინც გენერალი ნახა.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს დახურული სხდომის გახსნაზე უარი განუცხადა
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს დახურული სასამართლო სხდომის გახსნასთან
პროკურორი - ვფიქრობთ, სასამართლოს დავუმტკიცეთ, რომ გიორგი მამალაძემ მოამზადა შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობა
ვფიქრობთ, სასამართლოს დავუმტკიცეთ, რომ გიორგი მამალაძემ მოამზადა შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობა, როგორც შურისძიების, ასევე ანგარების მოტივით,
სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიების პროცესში დაკავებული პირი ყოფილი დეპუტატის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს
გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიების პროცესში დაკავებული პირი ყოფილი დეპუტატის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს.