არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი - ჩემი ინფორმაციით დასტურდება, რომ ჩატაევთან ერთად ლიკვიდირებული პირები საქართველოში საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდნენ
16:01 03-01-2018
მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი - ჩემი ინფორმაციით დასტურდება, რომ ჩატაევთან ერთად ლიკვიდირებული პირები საქართველოში საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდნენ ჩემი რესურსებით მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ჩატაევთან ერთად ლიკვიდირებული პირები საქართველოში საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ არიან ისინი, მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ „ბევრი რამ გარკვეულია“, თუმცა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებს ვერ გაამხელს.

მარიამ კუბლაშვილი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ თემირლან მაჩალიკაშვილს არანაირი კავში არ ჰქონდა ჩატაევთან ან სპეცოპერაციის დროს განეიტრალებულ სხვა პირებთან.

„ჩვენ ვაწარმოებთ გამოძიებას. დაცვის მხარემ დავიწყეთ მტკიცებულებების მოპოვება, რაც ჩვენი მხარის პოზიციებს გაამყარებს, ამიტომ არის ვერსიები და ეჭვები, რომ ეს ადამიანები საკმაოდ დიდი ხანი საქართველოში იყვნენ. მაჩალიკაშვილის კავშირი მათთან არანაირად არ ფიქსირდება, როცა ამომწურავად შევისწავლი მასალებს, უფრო ვრცლად შემდეგ ვისაუბრებ, თუმცა არსებული მონაცემებითაც ჩანს, რომ რაიმე სახის კავშირი მათთან გამორიცხულია“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის 26 დეკემბერს პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრეს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დოდო გუგეშაშვილი - მეგობარმა მომწერა, რომ ჩემს მიერ საქართველოს საზღვრის ყოველი გადაკვეთა უკრაინიდან კონტროლდება
როგორც ჩანს, გარკვეულ სტრუქტურებში არიან ჩანერგილი რუსეთის სპეცსამსახურები და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ასეთი გაუგონარი და საშინელი
მამაკაცს რომელიც, ინგა გრიგოლიას მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ადევნებაშია ბრალდებული, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
მამაკაცს რომელიც, ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ადევნებაშია ბრალდებული, აღმკვეთი ღონისძიების სახით
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ხვალ, "ღია პლატფორმაში" შემავალი პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ხვალ, "ღია პლატფორმაში" შემავალი პარტიების წარმომადგენლებთან
კასპთან სპირტით დატვირთულ ტრაილერს ავტომობილების ნაწილებით და ზეთით დატვირთული ტრაილერი შეეჯახა, რასაც აალება მოჰყვა
კასპთან ცენტრალურ მაგისტრალზე, ორი ტრაილერი ერთმანეთს დაეჯახა, რასაც აალება მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, გაჩერებულ ტრაილერს,
უზენაეს სასამართლოს უკრაინის დელეგაცია სტუმრობდა
საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის სასამართლო სისტემის დელეგაცია ეწვია, რომელიც საქართველოში ქართული მართლმსაჯულების
დოდო გუგეშაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვს
თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს
პროკურატურამ ინგა გრიგოლიას მიმართ ადევნების და მუქარის ფაქტზე რ.ნ.-ს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ადევნების და მუქარის ფაქტზე რ.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის
ადვოკატი - არავინ არავის არაფერს სძალავდა, ეს ადამიანები იყვნენ ნაცნობები, ერთმანეთში საუბრობდნენ ტელეფონით, ხუმრობდნენ და ეს ხუმრობის ფაქტები გამოიყენა
არავინ არავის არაფერს სძალავდა, ეს ადამიანები იყვნენ ნაცნობები, ერთმანეთში საუბრობდნენ ტელეფონით, ხუმრობდნენ და ეს ხუმრობის ფაქტები გამოიყენა,
ზაზა ხატიაშვილი - მართალია ძალიან გულზე არ მეხატება მოქმედი ხელისუფლება, მაგრამ მათ მიიღეს კანონიერი გადაწყვეტილება „ბადაგონთან“ მიმართებაში
მართალია ძალიან გულზე არ მეხატება მოქმედი ხელისუფლება, მაგრამ მათ მიიღეს კანონიერი გადაწყვეტილება „ბადაგონთან“ მიმართებაში,
სტრასბურგის სასამართლოში ხვალ აგვისტოს ომის საქმეზე საბოლოო მოსმენა გაიმართება
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” ხვალ ბოლო მოსმენა გაიმართება.