არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
19-01-2018
პროკურორები იმედოვნებენ, რომ გირგვლიანის საქმეზე, სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება
16:08 03-01-2018
პროკურორები იმედოვნებენ, რომ გირგვლიანის საქმეზე, სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება პროკურორები იმედოვნებენ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება. როგორც ჟურნალისტებს პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა განუცხადა, დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა კონკრეტული ფაქტებით და მტკიცებულებებით გამყარებული არ იყო.

”მოვისმინეთ დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა. მისი დიდი ნაწილი საკონსტიტუციო სამართლის ლექციას ეძღვნებოდა. გარკვეული ნაწილი ეძღვნებოდა მასმედიის სხვადასხვა საშუალებებში ინტერვიუების ამონარიდს, ხოლო დაახლოებით 1/3 ეხებოდა საქმეს. დაცვის მხარემ დაკითხული ყველა მოწმე გამოიყვანა იმ ასპექტში, თითქოს ყველა მათგანს ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პირადი მტრობა ჰქონდა, აქედან გამომდინარე იძლეოდნენ ჩვენებებს და მათი სანდოობის ხარისხი დაბალია. დაცვის მხარე ამავდროულად აპელირებდა დათა ახალაიაზე, რომლის ჩვენებითაც თითქოსდა ბათილდებოდა მტკიცებულებები. თუმცა, დაცვის მხარეს გამორჩა, რომ თავად დათა ახალაია ამ საქმეზე ბრალდებულია და ის სიმართლის მღაღადებლად ვერ შეირაცხება. ეს ადამიანი პირდაპირ არის დაინტერესებული ამ საქმის ბედით, შესაბამისად, ვერანაირად ვერ იქნება ობიექტური. დაცვის მხარის რეალური სამართლებრივი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, გარდა იმისა, რომ ის ყველაფერზე აპელირებდა, რომ ეს იყო პოლიტიკური დევნა. ეს სამართლებრივი არგუმენტი არ არის. ეს უნდა იყოს გამყარებული კონკრეტული ფაქტებით და მტკიცებულებებით. შესაბამისად, მე მაქვს იმედი, რომ საქმეზე დადგება გამამართლებელი განაჩენი”, - განაცხადა ნადარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის სასამართლო განხილვა დასრულდა. მოსამართლე გიორგი არევაძე განაჩენის გამოსატანად, სათათბიროდ გავიდა. მანამდე კი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარემ მიმართა. ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, რომელიც მას სახელმწიფოს ხარჯზე იცავს, სასამართლოს ის არგუმენტაცია გააცნო, რის საფუძველზეც აღნიშნულ საქმეზე მის გამართლებას ითხოვს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ადვოკატი - გამოძიებას ჭანტურიას მიმართ შეკითხვები აღარ აქვს
ნამდვილად არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, რომ გიორგი ჭანტურია გაეჩერებინათ და აღკვეთის ღონისძიება შეეფარდებინათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა.
გიორგი ჭანტურია წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს
გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებულმა გიორგი ჭანტურიამ წუხელ, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა.
შსს - ალექსანდრე კვახაძეზე მომხდარ ძალადობაში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულები არიან
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლისტაბჭოს წევრზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრ ალექსანდრე კვახაძეს თავს დაესხნენ
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს, ალექსანდრე კვახაძეს თავს დაესხნენ. თავდასხმის მოტივი ფულის გამოძალვა იყო.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ალექსანდრე კვახაძე - თავდამსხმელები საკმაოდ დიდი ოდენობის თანხას ითხოვდნენ, რომელიც ონლაინ სესხის სახით უნდა გამომეტანა
„ნაციონალური მოძრაობის“ პიოლიტსაბჭოს წევრი, ალექსანდრე კვახაძე მასზე განხორციელებული თავდასხმის დეტალებზე საუბრობს.