არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5423
EUR
1 EUR
3.1209
RUB
100 RUB
4.5034
16-01-2018
პროკურორები იმედოვნებენ, რომ გირგვლიანის საქმეზე, სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება
16:08 03-01-2018
პროკურორები იმედოვნებენ, რომ გირგვლიანის საქმეზე, სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება პროკურორები იმედოვნებენ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება. როგორც ჟურნალისტებს პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა განუცხადა, დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა კონკრეტული ფაქტებით და მტკიცებულებებით გამყარებული არ იყო.

”მოვისმინეთ დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა. მისი დიდი ნაწილი საკონსტიტუციო სამართლის ლექციას ეძღვნებოდა. გარკვეული ნაწილი ეძღვნებოდა მასმედიის სხვადასხვა საშუალებებში ინტერვიუების ამონარიდს, ხოლო დაახლოებით 1/3 ეხებოდა საქმეს. დაცვის მხარემ დაკითხული ყველა მოწმე გამოიყვანა იმ ასპექტში, თითქოს ყველა მათგანს ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პირადი მტრობა ჰქონდა, აქედან გამომდინარე იძლეოდნენ ჩვენებებს და მათი სანდოობის ხარისხი დაბალია. დაცვის მხარე ამავდროულად აპელირებდა დათა ახალაიაზე, რომლის ჩვენებითაც თითქოსდა ბათილდებოდა მტკიცებულებები. თუმცა, დაცვის მხარეს გამორჩა, რომ თავად დათა ახალაია ამ საქმეზე ბრალდებულია და ის სიმართლის მღაღადებლად ვერ შეირაცხება. ეს ადამიანი პირდაპირ არის დაინტერესებული ამ საქმის ბედით, შესაბამისად, ვერანაირად ვერ იქნება ობიექტური. დაცვის მხარის რეალური სამართლებრივი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, გარდა იმისა, რომ ის ყველაფერზე აპელირებდა, რომ ეს იყო პოლიტიკური დევნა. ეს სამართლებრივი არგუმენტი არ არის. ეს უნდა იყოს გამყარებული კონკრეტული ფაქტებით და მტკიცებულებებით. შესაბამისად, მე მაქვს იმედი, რომ საქმეზე დადგება გამამართლებელი განაჩენი”, - განაცხადა ნადარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის სასამართლო განხილვა დასრულდა. მოსამართლე გიორგი არევაძე განაჩენის გამოსატანად, სათათბიროდ გავიდა. მანამდე კი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარემ მიმართა. ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, რომელიც მას სახელმწიფოს ხარჯზე იცავს, სასამართლოს ის არგუმენტაცია გააცნო, რის საფუძველზეც აღნიშნულ საქმეზე მის გამართლებას ითხოვს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კლუბ ”ბასიანთან” მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის ადვოკატსა და კლუბის დამფუძნებელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
კლუბ ”ბასიანთან” მომხდარ ინციდენტში ბრალდებული თამაზ ქვლივიძის ადვოკატ ზაზა მესხსა და ”ბასიანის” დამფუძნებელ ნაჯა ორაშვილს შორის „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სიტყვიერი
შსს-ს სპეციალური სამუშაო ჯგუფი სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიებაში ჩაერთო
შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიებაში ჩაერთო სპეციალური ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური
ნაჯა ორაშვილი - ვიდეოსათვალთვალო კამერებში ჩანს ხანჯლით მომართული ადამიანი, რომელმაც მოაწყო სისხლისღვრა კლუბის შესასვლელთან
არსებობს ვიდეოსათვალთვალო კამერები, სადაც ჩანს ხანჯლით მომართული ადამიანი, რომელმაც მოაწყო სისხლისღვრა კლუბის შესასვლელთან, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“
კლუბ ”ბასიანის” დამფუძნებელი - დაცვის ერთ წევრს ხელზე აქვს ნაკბენი, დაჭრილია დაცვის ორი წევრი და ერთი პოლიციელი
კლუბ ”ბასიანის” დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი მიიჩნევს, რომ თამაზ ქვლივიძის მიმართ ბრალი უნდა გადაკვალიფიცირდეს და დამძიმდეს.
ნუცუბიძის ფერდობზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ნუცუბიძის ფერდობზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის
პაატა პავლიაშვილის ახლობლებისა და უფლებადამცველების შეხვედრა მთავარ პროკურატურაში დასრულდა
გასული წლის 25 ოქტომბერს გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ახლობლებისა და უფლებადამცველების შეხვედრა მთავარ პროკურატურაში დასრულებულია.
ნუცუბიძის ფერდობზე გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახის წევრები და უფლებადამცველები პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ
გასული წლის 25 ოქტომბერს, ნუცუბიძის ფერდობზე დაკავების დროს გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახის წევრები და უფლებადამცველები ამ წუთებში პროკურატურის წარმომადგენლებთან
გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ბაზრობის თანამშრომლების გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება
რუსთავში, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველოში ამ დრომდე გრძელდება შპს "ერთობის" თანამშრომლებისა და იმ პირთა გამოკითხვა, რომლებიც გენერალ სამსონ ქუთათელაძის
თურქეთის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ამოქმედებული რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე დროებით არ გავრცელდება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
სასამართლომ ბრალდებულ ნ.ლ.-ს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებაში, ხულიგნური ქვენაგრძნობით განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის