არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
ადვოკატი - ახმედ ჩატაევი იყო საერთაშორისო ტერორისტი, რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა გამოუცდელ ბიჭთან და რატომ გაიხდიდა იგი თანამზრახველად მაჩალიკაშვილს?
17:06 03-01-2018
ადვოკატი - ახმედ ჩატაევი იყო საერთაშორისო ტერორისტი, რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა გამოუცდელ ბიჭთან და რატომ გაიხდიდა იგი თანამზრახველად მაჩალიკაშვილს? ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, საქმეში ჯერჯერობით არაფერი დევს, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის და სხვა ბრალდებულების უდანაშაულობას გაამყარებს.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარემ მტკიცებულებების მოპოვება მხოლოდ ახლა დაიწყო.

„დაცვის მხარეს ჯერ არ აქვს წარდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც გაამყარებს ბრალდებულების და აგრეთვე თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობას. ჩვენ, დაცვის მხარემ მტკიცებულებების მოპოვება დავიწყეთ მხოლოდ ახლა. ამიტომ, საქმეში არაფერი არ დევს, რომელიც ჩვენს უდანაშაულობას გაამყარებს. რა თქმა უნდა, დავიწყეთ შესაბამისი ღონისძიებები. პირველ რიგში ეს იქნება ალტერნატიული ექსპერტიზა. ასევე ჩვენ გავაკეთეთ მოწოდება, ველოდებით პოზიციას, თუ რა პოზიციას დააფიქსირებს ხელისუფლება, ვინადიან ცალსახად გამოვრიცხავთ სროლის იმ გადაუდებელ აუცილებლობას, რომელიც განხორციელდა. ერთი პროცენტითაც კი ვერანაირად დავუშვებთ იმის რეალურ შესაძლებლობას, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ხელთ ჰქონდა ხელყუმბარა. ეს ბათილი მოსაზრებაა, ვინაიდან გვერდით ოთახში მისი და, დედა და ბებია იმყოფებოდნენ“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, იცნობდა თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილი ახმედ ჩატაევს, ადვოკატის განმარტებით, ჩატაევი იყო საერთაშორისო ტერორისტი და კითხვა ისმება - რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა ისეთ გამოუცდელ პირთან, როგორიც არის მაჩალიკაშვილი.

„ჩატაევი იყო საერთაშორისო ტერორისტი, მას ბრალად ედება არაერთი ტერორისტული აქტის მოწყობა. დაიჭერდა ის ასეთ გამოუცდელ ბავშვთან ურთიერთობას? ეს ვერსია ხომ ალოგიკურია. ასევე რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა ასეთ გამოუცდელ ბიჭთან, პირდაპირ კავშირზე რატომ გავიდოდა და რატომ გაიხდიდა იგი თანამზრახველად მაჩალიკაშვილს?!“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დოდო გუგეშაშვილი - მეგობარმა მომწერა, რომ ჩემს მიერ საქართველოს საზღვრის ყოველი გადაკვეთა უკრაინიდან კონტროლდება
როგორც ჩანს, გარკვეულ სტრუქტურებში არიან ჩანერგილი რუსეთის სპეცსამსახურები და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ასეთი გაუგონარი და საშინელი
მამაკაცს რომელიც, ინგა გრიგოლიას მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ადევნებაშია ბრალდებული, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
მამაკაცს რომელიც, ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ადევნებაშია ბრალდებული, აღმკვეთი ღონისძიების სახით
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ხვალ, "ღია პლატფორმაში" შემავალი პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ხვალ, "ღია პლატფორმაში" შემავალი პარტიების წარმომადგენლებთან
კასპთან სპირტით დატვირთულ ტრაილერს ავტომობილების ნაწილებით და ზეთით დატვირთული ტრაილერი შეეჯახა, რასაც აალება მოჰყვა
კასპთან ცენტრალურ მაგისტრალზე, ორი ტრაილერი ერთმანეთს დაეჯახა, რასაც აალება მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, გაჩერებულ ტრაილერს,
უზენაეს სასამართლოს უკრაინის დელეგაცია სტუმრობდა
საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის სასამართლო სისტემის დელეგაცია ეწვია, რომელიც საქართველოში ქართული მართლმსაჯულების
დოდო გუგეშაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვს
თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს
პროკურატურამ ინგა გრიგოლიას მიმართ ადევნების და მუქარის ფაქტზე რ.ნ.-ს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ადევნების და მუქარის ფაქტზე რ.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის
ადვოკატი - არავინ არავის არაფერს სძალავდა, ეს ადამიანები იყვნენ ნაცნობები, ერთმანეთში საუბრობდნენ ტელეფონით, ხუმრობდნენ და ეს ხუმრობის ფაქტები გამოიყენა
არავინ არავის არაფერს სძალავდა, ეს ადამიანები იყვნენ ნაცნობები, ერთმანეთში საუბრობდნენ ტელეფონით, ხუმრობდნენ და ეს ხუმრობის ფაქტები გამოიყენა,
ზაზა ხატიაშვილი - მართალია ძალიან გულზე არ მეხატება მოქმედი ხელისუფლება, მაგრამ მათ მიიღეს კანონიერი გადაწყვეტილება „ბადაგონთან“ მიმართებაში
მართალია ძალიან გულზე არ მეხატება მოქმედი ხელისუფლება, მაგრამ მათ მიიღეს კანონიერი გადაწყვეტილება „ბადაგონთან“ მიმართებაში,
სტრასბურგის სასამართლოში ხვალ აგვისტოს ომის საქმეზე საბოლოო მოსმენა გაიმართება
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” ხვალ ბოლო მოსმენა გაიმართება.