არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
ირაკლი ქადაგიშვილი - ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების ჩატაევსა და მის დაჯგუფებასთან კავშირი ცალსახად იკვეთებოდა
17:13 03-01-2018
ირაკლი ქადაგიშვილი - ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების ჩატაევსა და მის დაჯგუფებასთან კავშირი ცალსახად იკვეთებოდა სპეცოპერაციის მიზანი იყო ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დაკავება, რომელთა ჩატაევთან და მის დაჯგუფებასთან კავშირიც ცალსახად იკვეთებოდა, - ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს პანკისის ხეობის უხუცესებსა და ადგილობრივებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ერთსაათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ, რომელზეც საუბარი ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე იყო, კომენტარი უხუცესებს არ გაუკეთებიათ. მედიასთან კომენტარი გააკეთა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ეს შეხვედრა აუცილებელი იყო, ისევე როგორც წინა შეხვედრა. აქ შეკრებილი იყვნენ არამხოლოდ უხუცესები, არამედ რიგითი პანკისელებიც, რომელთაც კიდევ ერთხელ მივაწოდეთ სწორი ინფორმაცია მომხდარის შესახებ - ის ინფორმაცია, რაც გაგვაჩნია ამ დროისთვის. ასეთი შეხვედრები სიტუაციის დაძაბვის თავიდან აცილების პრევენციისათვის აუცილებელია. საუბარი შეეხო ვიდეოჩანაწერებსაც, რომლის ნაწილიც აჩვენეს უხუცესებს, თუმცა მასალის შინაარსზე მე ვერ ვისაუბრებ, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია. სპეცოპერაციის მიზანი იყო ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დაკავება, რომელთა ჩატაევთან და მის დაჯგუფებასთან კავშირიც ცალსახად იკვეთებოდა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ნარკოდანაშაულის საქმის გამოძიების მონაცემის გახმაურების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
გამოძიების მონაცემის გახმაურების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
 გურიაში აშშ-ს მოქალაქეზე ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების
ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის საჩივარში მოყვანილი არგუმენტები ბესარიონ ხარძიანის მკვლელობის
გოჩა ლორთქიფანიძე - რუსული მხარისგან მოვისმინეთ გაშარჟებულ-გაყალბებული ნარატივი ისტორიის შესახებ, რაც მიუთითებს, რომ რუსეთს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა
რუსული მხარისგან მოვისმინეთ გაშარჟებულ-გაყალბებული ნარატივი ისტორიის შესახებ, რაც მიუთითებს, რომ რუსეთის ფედერაციას არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა,
ქეთევან ციხელაშვილი - სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი გვაქვს მყარი მტკიცებულებები, რომ ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დარღვეულია
ქართულ მხარეს სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი აქვს მყარი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ევროპული კონვენციის არაერთი მუხლია
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” ბოლო ზეპირი მოსმენა დასრულდა
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” ბოლო ზეპირი მოსმენა დასრულდა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი - მოვუწოდებთ პროკურატურას, ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების საქმეზე ახალი ფაქტები შეისწავლოს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 19 მაისს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება,
ქართული მხარის ადვოკატი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში - რუსეთმა, ევროსაბჭოს წევრმა ქვეყანამ, სამარცხვინო ქმედება ჩაიდინა
რუსეთმა, ევროსაბჭოს წევრმა ქვეყანამ, სამარცხვინო ქმედება ჩაიდინა, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა ბენ ემერსონმა
სოფიო კილაძე - სტრასბურგის სასამართლოს აქვს ძალიან მაღალი ნდობა და დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს
სტრასბურგის სასამართლოს აქვს ძალიან მაღალი ნდობა და დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას,