არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5423
EUR
1 EUR
3.1209
RUB
100 RUB
4.5034
16-01-2018
ირაკლი ქადაგიშვილი - ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების ჩატაევსა და მის დაჯგუფებასთან კავშირი ცალსახად იკვეთებოდა
17:13 03-01-2018
ირაკლი ქადაგიშვილი - ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების ჩატაევსა და მის დაჯგუფებასთან კავშირი ცალსახად იკვეთებოდა სპეცოპერაციის მიზანი იყო ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დაკავება, რომელთა ჩატაევთან და მის დაჯგუფებასთან კავშირიც ცალსახად იკვეთებოდა, - ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს პანკისის ხეობის უხუცესებსა და ადგილობრივებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ერთსაათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ, რომელზეც საუბარი ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე იყო, კომენტარი უხუცესებს არ გაუკეთებიათ. მედიასთან კომენტარი გააკეთა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ეს შეხვედრა აუცილებელი იყო, ისევე როგორც წინა შეხვედრა. აქ შეკრებილი იყვნენ არამხოლოდ უხუცესები, არამედ რიგითი პანკისელებიც, რომელთაც კიდევ ერთხელ მივაწოდეთ სწორი ინფორმაცია მომხდარის შესახებ - ის ინფორმაცია, რაც გაგვაჩნია ამ დროისთვის. ასეთი შეხვედრები სიტუაციის დაძაბვის თავიდან აცილების პრევენციისათვის აუცილებელია. საუბარი შეეხო ვიდეოჩანაწერებსაც, რომლის ნაწილიც აჩვენეს უხუცესებს, თუმცა მასალის შინაარსზე მე ვერ ვისაუბრებ, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია. სპეცოპერაციის მიზანი იყო ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დაკავება, რომელთა ჩატაევთან და მის დაჯგუფებასთან კავშირიც ცალსახად იკვეთებოდა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი 50-ლარიანი, 100-დოლარიანი და 100 თურქული ლირის ნომინალის კუპიურების შენახვა-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის
ერთი სამართალდამცველისა და კლუბ „ბასიანის“ დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულის გათავისუფლება პროკურატურამ სააპელაციოში გაასაჩივრა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე სამი პირის დაჭრაში
საქართველოს პროკურატურამ პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება შეწყვიტა
საქართველოს პროკურატურამ ნუცუბიძის ქუჩაზე მოქალაქე პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება შეწყვიტა.
ყოფილი პარლამენტარი და გენერალი სამსონ ქუთათელაძე მოკლეს
რუსთავში გუშინ, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი და გენერალი სამსონ ქუთათელაძე მოკლეს. ეჭვმიტანილის ვინაობა