არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
საია-მ გიგა ოთხოზორიას ოჯახის სახელით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
11:54 12-01-2018
საია-მ გიგა ოთხოზორიას ოჯახის სახელით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრთან“ (EHRAC) თანამშრომლობით, გიგა ოთხოზორიას საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საჩივრით მიმართა.

საია ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მომჩივანთა მიმართ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებს. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, ასევე, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, როგორც აღნიშნულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს. მას შელაპარაკება მოუვიდა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მდგომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენლებთან - ე.წ. „მესაზღვრეებთან“. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით გიგა ოთხოზორიამ დატოვა გამშვები პუნქტის ტერიტორია და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოემართა. მას დაედევნენ ე.წ. აფხაზი მესაზღვრეები, მათ შორის, შეიარაღებული მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რამდენჯერმე ესროლა გიგა ოთხოზორიას ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში. აღნიშნულის შემდეგ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ წაქცეულ გიგა ოთხოზორიას თავის არეში საკონტროლო გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. არსებობს აღნიშნული შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრებიც. გიგა ოთხოზორია მიყენებული ჭრილობების შედეგად ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ინციდენტის შემდეგ რაშიდ კანჯი-ოღლი თანმხლებ პირებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სამხედრო პროკურატურამ ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ბრალდებულ რაშიდ კანჯი-ოღლის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეუფარდა. 2017 წლის 31 მაისს საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ, მტკიცებულებების არარსებობის მოტივით, გიგა ოთხოზორიას საქმის გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

2017 წლის 7 მარტის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ იქნა ცნობილი გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენისა და ტარებისთვის და მას სასჯელის სახით 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დღეის მდგომარეობით რაშიდ კანჯი-ოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარის მეშვეობით იძებნება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ადვოკატი - სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან დაკავშირებით გიორგი ჭანტურიას ალიბი აქვს
ადვოკატის მტკიცებით, რუსთავში, ე.წ. „სტამბოლის ბაზრის“ დირექტორის, სამსონ ქუთათელაძის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში
ადვოკატი - საქმის მასალებში საუბარია პირებზე, რომლებიც გარკვეულ დაპირისპირებაში იყვნენ სამსონ ქუთათელაძესთან, გიორგი ჭანტურიას მიმართ რატომ გაჩნდა ეჭვები, პასუხები არ გვაქვს
საქმის მასალებში საუბარია სხვადასხვა პირებზე, რომლებიც გარკვეულ დაპირისპირებაში იყვნენ სამსონ ქუთათელაძესთან და გიორგი ჭანტურიას
შსს-მ გორში, საბავშვო-ბაღში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1989 წელს დაბადებული
გიორგი ჭანტურიას და - ჩემს ძმაზე ზეწოლა ხორციელდებოდა, რომ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობა ეღიარებინა
გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიების პროცესში დაკავებული გიორგი ჭანტურიას დის, მარიამ ჭანტურიას განცხადებით, მის ძმაზე
ვანო მერაბიშვილი ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს
შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების თაობაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს.
ადვოკატი იმედოვნებს, რომ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებულ გიორგი ჭანტურიას დღეს გაათავისუფლებენ
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკავებულ გიორგი ჭანტურიას,
მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი გურამ ჩიხლაძე, მეტსახელად „კვეჟოევიჩი“ დააკავეს
მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი გურამ ჩიხლაძე, მეტსახელად „კვეჟოევიჩი“ დააკავეს. ამის შესახებ „როსბალტი“ წერს.
აჭარაში სავალდებულო ნებართვის გარეშე მოქმედი სამორინე გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, აჭარის რეგიონში შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე მოქმედი სამორინე გამოავლინეს.
ექიმების ინფორმაციით, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რესპუბლიკური
შსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.