არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, რომ ევა გოცირიძე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომ განვითარებაში
17:31 12-01-2018
ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, რომ ევა გოცირიძე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომ განვითარებაში დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი ევა გოცირიძე ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომ განვითარებაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებულ მოსამართლე ევა გოცირიძესთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ევა გოცირიძეს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობის დაკავება მიულოცა.

”ვულოცავ ქალბატონ ევა გოცირიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დაკავებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი ევა ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომ განვითარებაში”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, რომ ევა გოცირიძის საკონსტიტუციო სასამართლოში გამწესებასთან დაკავშირებით ოპოზიციურ სპექტრს კითხვები აქვს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ეს კითხვები არარელევანტურია.

”ოპოზიციას ბევრ რამესთან დაკავშირებით შეიძლება ქონდეს კითხვები, თუმცა ამ შემთხვევაშიც ეს კითხვები არის არარელევანტური. ჩენ ვიხელმძღვანელეთ ძალიან კონკრეტული, ობიექტური კრიტერიუმებით და ეს ყველაფერი არის გარანტია იმისა, რომ ქალბატონი ევა გოცირიძე სათანადოდ და მაღალ დონეზე შეასრულებს თავის უფლებამოსილებას”, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე ევა გოცირიძემ ფიცი დადო. ევა გოცირიძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევამდე იყო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს მრჩეველი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამართალში (2005 – 2006); ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი (საქართველოს უზენაესი სასამართლო 2000-2005); საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი (1997-2000); საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინატორი (საქართველოს უზენაესი სასამართლო 1994-1996); სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მდივანი (საქართველოს უზენაესი სასამართლო 1992-1996); სასამართლო პრაქტიკის განზოგადების განყოფილების უფროსი ( საქართველოს უზენაესი სასამართლო 1996); უფროსი კონსულტანტი (საქართველოს უზენაესი სასამართლო (1992-1996);

ევა გოცირიძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 2017 წლის 1-ელ დეკემბერს აირჩია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ადვოკატი - გიორგი ჭანტურიას მიმართ მუხლი არ შეცვლილა და გამოძიება 236-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში დაკავებულ გიორგი ჭანტურიას მიმართ მუხლი არ შეცვლილა და გამოძიება კვლავ
ზაქარია ქუცნაშვილისა და თიანეთის ყოფილი გამგებლის, ვაჟა ჩოხელის წინააღმდეგ ხვალ, მთავარ პროკურატურაში განცხადებას შეიტანენ
დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილისა და თიანეთის ყოფილი გამგებლის, ვაჟა ჩოხელის წინააღმდეგ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი
ხათუნა თოთლაძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საგარეო ოპერაციების სამსახურის დირექტორ კრისტიან მარს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საგარეო ოპერაციების სამსახურის დირექტორ კრისტიან მარს შეხვდა.
გოგა ხატიაშვილი - ჩემთვის დამაჯერებელი არ იყო მიმალვის და მტკიცებულების განადგურების საფრთხეები, რადგან ბრალდებული თავისი ფეხით გამოცხადდა სასამართლოში
ჩემთვის დამაჯერებელი არ იყო მიმალვის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები, რადგან ბრალდებული თავისი ფეხით გამოცხადდა
ლია მუხაშავრია - ვფიქრობ, სააპელაციო სასამართლოსთვის მედიაში ატეხილი აჟიოტაჟი გახდა ნიშანი იმისა, რომ თამაზ ქვლივიძისთვის საპატიმრო ღონისძიება გამოეყენებინა
ვფიქრობ, სააპელაციო სასამართლოსთვის მედიაში ატეხილი აჟიოტაჟი გახდა ნიშანი იმისა, რომ თამაზ ქვლივიძის მიმართ საპატიმრო ღონისძიება
თამაზ ქვლივიძის ადვოკატი - სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა
ღამის კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე, პოლიციელისა და დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძის ადვოკატის,
ადვოკატი - გიორგი ჭანტურიას სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მართლსაწინააღმდეგო ვერაფერი აღმოაჩინეს
თბილისში, მცხეთის ქუჩაზე გიორგი ჭანტურიას ფაქტობრივ საცხოვრებელ სახლში, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მართლსაწინააღმდეგო ნივთი
პროკურატურა პრეზიდენტს ურჩევს, თავი შეიკავოს პროკურორების მიმართ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით მოწოდებებისგან
საქართველოს პროკურატურა პრეზიდენტს უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს და ურჩევს, თავი შეიკავოს პროკურორების
სამსონ ქუთათელაძის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭანტურიას ფაქტობრივ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
თბილისში, მცხეთის ქუჩაზე, სამსონ ქუთათელაძის საქმესთან დაკავშირებით, დაკავებულ გიორგი ჭანტურიას ფაქტობრივ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა
ღამის კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე მომხდარ დაჭრაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სააპელაციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
ღამის კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე, პოლიციელისა და დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების