არქივი
«« თებერვალი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4641
EUR
1 EUR
3.0782
RUB
100 RUB
4.3669
18-02-2018
დავით კირკიტაძე უარყოფს ინფორმაციებს, რომ გიორგი ჭანტურიასთან ან მის ოჯახთან რაიმე ფორმით ოდესმე შეხება ჰქონია
21:45 22-01-2018
დავით კირკიტაძე უარყოფს ინფორმაციებს, რომ გიორგი ჭანტურიასთან ან მის ოჯახთან რაიმე ფორმით ოდესმე შეხება ჰქონია პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ქვემო ქართლში, დავით კირკიტაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციებს იმის შესახებ, რომ გიორგი ჭანტურიასთან ან მის ოჯახთან რაიმე ფორმით ოდესმე შეხება ჰქონია.

როგორც კირკიტაძემ ”პალიტარნიუსის” გადაცემა ”360 გრადუსის” ეთერში განაცხადა, მის კაბინეტში და კაბინეტის მისაღებში ხდებოდა ჩანაწერების წარმოება და დაინტერესების შემთხვევაში შს სამინისტროს შეეძლო ენახა, იმყოფებოდა თუ არა რომელიმე ჭანტურია მასთან შეხვედრაზე.

”უადვილესია გადამოწმდეს, იმყოფებოდა თუ არა ვინმე ჩემს კაბინეტში ნებისმიერ დროს. არათუ ჩემს კაბინეტში, არამედ ჩემს მისაღებში, ყველაფერი იწერებოდა და ინახებოდა, არის აღნუსხული. არც გიორგი ჭანტურია და არც მამამისი არასოდეს ჩემთან კაბინეტში არ ყოფილან და არც ერთს არასდროს შევხვედრივარ. ეს ადამიანები იტყუებიან. ეს ადამიანები ჩივიან 2012 წლის შემდეგ, ანუ შს სამინისტროს შეეძლო წაეღო ვიდეომასალები და გამოეძიებინა. როგორც ვიცი ეს მასალები წაიღეს. საკმარისი იყო მომჩივანს დაესახელებინა კონკრეტული დღე, თვე, დროის მონაკვეთი, გადაამოწმებდნენ და ნახავდნენ, რომ უწყვეტი კადრებია. მე ვფიქრობ, ეს კადრები ნანახიც აქვთ, რადგან ე.წ. სტამბულის ბაზრის საკითხზე არასოდეს არავის დავუბარებივარ მე. ამ შანსს არ გაუშვებდნენ ხელიდან. ამავე დროს, მე, როგორც სახელმწიფო რწმუნებულს, არც კომპეტენცია გამაჩნდა და არც უფლებამოსილება და არც ეს კონკრეტული საქმე მიმყავდა. ეს საქმე მიყავდათ სამართალდამცველებს, რადგან შპს ”ერთობაში” დარღვევები იყო აღმოჩენილი. საქმეს იძიებდა გენერალური პროკურატურა. მესამე საკითხი არის ის, რომ ქონების გადაფორმება მოხდა რუსთავის მერიაზე და არანაირი შეხება სამხარეო ადმინისტრაციასთან არ ყოფილა”, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 მაჩალიკაშვილის ადვოკატმა პროკურატურასთან ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკური ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობა დააყენა
თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატმა პროკურატურასთან ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკური ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობა
დეა გოშხეთელიანი საზოგადოებასა და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
დეა გოშხეთელიანი, რომელიც ყოფილ მეუღლეს მასზე ძალადობაში ადანაშაულებს, განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებასა და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
ზაფხულში ბათუმში ორი მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის პროკურატურის
სოფელ ჯიმითთან 34 წლის მამაკაცის მკვლელობის მოტივად წარსულში მომხდარი დაპირისპირება სახელდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითთან, 34 წლის მამაკაცის მკვლელობის მოტივად, წარსულში მომხდარი დაპირისპირება სახელდება.