არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4505
EUR
1 EUR
2.9129
RUB
100 RUB
3.9418
11-05-2018
იანვარში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 420 ფაქტი გამოვლინდა
10:08 07-02-2018
იანვარში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 420 ფაქტი გამოვლინდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის 1 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 420 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 125 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 138 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 34 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში - 44 ფაქტი, გურიაში -13, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 15, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 17 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში- 19 ფაქტი, შიდა ქართლში -35, ქვემო ქართლის მასშტაბით - 49 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 62 ფაქტი.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 781 მ3-მდე ხე-ტყე.

მათივე ინფორმაციით, ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 62 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილი 13 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.


InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი დააკავეს
გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საზოგადოებრივი
ადვოკატი - პროკურორი ზვიად ფხაკაძე ჩემკენ გამოიწია და დამემუქრა, ნახე რას გიზამო
პროკურორი ზვიად ფხაკაძე ჩემკენ გამოიწია და დამემუქრა, ნახე რას გიზამო,- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე
პროკურორი - ვინმეს მიმართ საცემრად გაწევა, მითუმეტეს, ქალბატონის მიმართ, შეურაცხმყოფელი განცხადებაა
ექსპერტი საუბრობს ისეთ დეტალებზე, რომელიც მან ან არ იცის, ან არ ახსოვს, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის
მაია ნიკოლეიშვილი - ქალბატონმა პროკურორმა ადვოკატის საცემად გაიწია
დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ექსპერტიზა ჩაატარა,