არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4579
EUR
1 EUR
2.8357
RUB
100 RUB
3.8519
22-06-2018
დავით ბეჟუაშვილი "ბადაგონის" გენერალურ დირექტორს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში უჩივის
16:02 12-02-2018
დავით ბეჟუაშვილი "ბადაგონის" გენერალურ დირექტორს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში უჩივის ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი "ბადაგონის" გენერალურ დირექტორს, გიორგი სალაყაიას პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში უჩივის.

სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ბეჟუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ შეიტანა.

როგორც ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სალაყაიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დავით ბეჟუაშვილს კავშირი აქვს "ბადაგონთან" დაკავშირებულ მოვლენებთან, სიმართლეს არ შეესაბამება.

ადვოკატის განცხადებით, მათ მოითხოვეს აღნიშნული ინფორმაციის უარყოფა, თუმცა გიორგი სალაყაიამ თხოვნა არ გაითვალისწინა.

"გიორგი სალაყაიას მიერ ორ პრესკონფერენციაზე გავრცელდა ყალბი ცნობები, თითქოს "ბადაგონთან" დაკავშირებულ მოვლენებთან კავშირი აქვს დავით ბეჟუაშვილს. ჩვენ ვთქვით, რომ ორშაბათამდე სარჩელს მოვამზადებდით და თუ ამ ინფორმაციის უარყოფას მოახდენდა, ჩვენ სარჩელს აღარ შევიტანდით. მან არა თუ უარყოფა მოახდინა, არამედ მეორე პრესკონფერენციაზე გაიმეორა იგივე და დაადასტურა, რომ არ აპირებს ამის უარყოფას, ამიტომ სარჩელი შეგვაქვს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის და მოვითხოვთ მის მიერ მედიაში გავრცელებული, სინამდვილესთან შეუსაბამო ცნობების უარყოფას", - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

კომპანია „ბადაგონის“ გენერალური დირექტორის გიორგი სალაყაიას განცხადებით, "ბადაგონით" პარლამენტის ყოფილი წევრი, დავით ბეჟუაშვილია დაინტერესებული და კომპანიაში საგამოძიებო მოქმედებების დაწყებაც სწორედ ამას უკავშირდება.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მოსამართლე ირაკლი კოპალიანს ბოდიშს უხდის
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მოსამართლე ირაკლი კოპალიანს დღეს გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს უხდის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მიხეილ
პროკურორი - დღეს დაკითხული მოწმეების რაიმე სახის ბრალეულობა წარმოდგენილი მასალებით არ იკვეთება
გადამეტებული იქნება იმის თქმა, რომ დღეს დაკითხული მოწმეები რომელიმე კონკრეტული ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი პირები არიან, - ამის შესახებ
თენგიზ კალანდიას ადვოკატი - მოწმეებმა თქვეს, რომ მანქანით კალანდიას გადაყვანისას, მათ ხორავას ქუჩაზე მომხდარის შესახებ არაფერი იცოდნენ
მოწმეებმა თქვეს, რომ კალანდიას გადაყვანისას, მათ ხორავას ქუჩაზე მომხდარის შესახებ არაფერი იცოდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების
სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულთა საქმის განხილვა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულთა საქმის განხილვა მიმდინარეობს.
შსს-მ იანვარ-მაისში 2555 სამართალდარღვევა დააფიქსირა, რომელიც ტექდათვალიერების გავლასთან დაკავშირებულ დარღვევას უკავშირდებოდა
შსს-მ 2018 წლის იანვარ-მაისში 2555 სამართალდარღვევა დააფიქსირა, რომელიც გულისხმობდა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვას ან სამართავად სხვა პირისთვის გადაცემას,
გიორგი გოგაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა
მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“
დის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ზუგდიდში, დის დაჭრაში ბრალდებულ ლ.ნ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის რაიონულ
შსს-მ 6 თვეში 72 ნარკორეალიზატორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 თვეში 72 ნარკორეალიზატორი დააკავა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური
შსს-მ 4 კილოგრამი „ჰეროინი“, 100 გრამი „კოკაინი“ და ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მაისის შუა რიცხვებიდან დღემდე 4 კილოგრამი „ჰეროინი“, 2000 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 100 გრამი „კოკაინი“, 200 გრამი „მდმა“,
ადვოკატი - დიპლომატების ინტერესი იყო, რა გავლენა მოახდინეს თანამდებობის პირებმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებაზე
დიპლომატების ინტერესი იყო, თუ რა გავლენა მოახდინეს თანამდებობის პირებმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების საქმეზე,