არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4578
EUR
1 EUR
2.8597
RUB
100 RUB
3.8955
24-06-2018
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი - ვაპირებთ მოვიწვიოთ უცხოელი ექსპერტები, რათა ჩავატაროთ ალტერნატიული ექსპერტიზა
15:22 13-02-2018
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი - ვაპირებთ მოვიწვიოთ უცხოელი ექსპერტები, რათა ჩავატაროთ ალტერნატიული ექსპერტიზა დაცვის მხარე ეჭვობს, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მიმდინარე ექსპერტიზები დროულად არ დასრულდება, რათა მათ ალტერნატიული ექსპერტიზების ჩატარება ვერ მოასწრონ. როგორც საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატმა ეკა მაჭარაშვილმა განმარტა, დაცვის მხარეს სურს უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარდეს ექსპერტიზები, რათა გაეცეს მთავარ კითხვას პასუხი - რამდენი დანით იყო ჩადენილი დანაშაული. მისი თქმით, ამ ექსპერტიზის ჩატარებაში ადვოკატებს ხელს პროკურატურის მიერ დანიშნული ექსპერტიზა უშლის, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

"ვაპირებთ მოვიწვიოთ უცხოელი ექსპერტები, რათა ჩავატაროთ ალტერნატიული ექსპერტიზა, თუმცა ჯერ არ დასრულებულა ბრალდების მხარის მიერ დანიშნული ექსპერტიზა და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს ნივთმტკიცებები, რათა ჩავატაროთ ალტერნატიული ექსპერტიზები. ამ ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი ყველაზე მთავარ კითხვას, რამდენი დანა იყო გამოყენებული დანაშაულის ჩადენისას. მე ვფიქრობ, ბრალდების მხარის მიერ დანიშნული ექსპერტიზების დასრულება ხელოვნურად ჭიანურდება. შესაძლოა ეს ექსპერტიზები არსებითი განხილვის მსვლელობისას არ დასრულდეს. მე ამის მოლოდინიც მაქვს. ისე საეჭვოდ ჭიანურდება, რომ ალბათ ვერ დასრულდება", - განაცხადა ეკა მაჭარაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 შსს-მ შრი-ლანკის რვა მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, N1 სამმართველოს
 კანონს, რომლის საფუძველზეც მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხორციელდება, ვადა 2019 წლის 1-ელ იანვრამდე უგრძელდება
კანონს, რომლის საფუძველზეც მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაცია ხორციელდება, ვადა 2019 წლის 1-ელ იანვრამდე უგრძელდება.
 შსს-ს გამომძიებლებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე დამატებითი გადამზადების კურსი გაიარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ინიციატივით და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, სამინისტროს
 შსს-მ კახეთში ქურდობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
შსს-მ ქურდობის ბრალდებით, კახეთში 1995 წელს დაბადებული ლ.შ., 1998 წელს დაბადებული გ.კ., 1982 წელს დაბადებული ზ.გ. და 1988 წელს დაბადებული ლ. მ. დააკავა.
დიმიტრი გვრიტიშვილი იმ ინიციატივას განმარტავს, რომლითაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებზე დისციპლინური დევნა უნდა გავრცელდეს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი იმ ინიციატივას განმარტავს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილს
ნაზი ჯანეზაშვილი - ინიციატივა, რომ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებზე დისციპლინური პასუხისმგებლობა გავრცელდეს, დრაკონულია
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ საბჭოს ყველა წევრზე დისციპლინური პასუხისმგებლობის გავრცელება,
შსს-ს ინფორმაციით, პანკისელმა ბესლან წუწაშვილმა, რომელსაც ოჯახი 16 დღე ეძებდა, საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა
პანკისელმა ბესლან წუწაშვილმა, რომელსაც ოჯახი 16 დღე ეძებდა, საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინფორმაცია შინაგან საქმეთა
 6 თვის ტყუპებზე მოძალადე ძიძა - ვაღიარებ, რომ არასწორად მოვიქეცი
ვაღიარებ, რომ ცუდად მოვიქეცი. არ უნდა გამეკეთებინა ნამდვილად, – ამის შესახებ 47 წლის ძიძამ, რომელიც 6 თვის ტყუპებს სისტემატურად სცემდა, სასამართლო
თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
შსს დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.