არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4578
EUR
1 EUR
2.8597
RUB
100 RUB
3.8955
24-06-2018
მთავარი პროკურატურა - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლონეთს 2017 წელს მივმართეთ
16:21 13-02-2018
მთავარი პროკურატურა - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლონეთს 2017 წელს მივმართეთ საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლონეთის მხარისთვის უკვე მიმართული აქვთ და აღნიშნულ მიმართვას ძალაში ტოვებენ. ასე უპასუხეს მთავარ პროკურატურაში „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას იმის შესახებ, მიმართავს თუ არა ქართული მხარე სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით ამჯერად პოლონეთის პროკურატურას.

მათივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე პროკურატურამ პოლონეთს ჯერ კიდევ გასული წლის 4 აგვისტოს მიმართა, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ვარშავაში იმყოფებოდა.

„მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ პოლონეთის კომპეტენტურ უწყებებს 2017 წლის აგვისტოში მიმართა, რის შესახებაც პროკურატურამ შესაბამისი ინფორმაცია გაავრცელა. ძებნილ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურას, როგორც ყველა სხვა ძებნილი პირის შემთხვევაში, კომუნიკაცია აქვს სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან და ახორციელებს კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამის სამართლებრივ პროცედურას სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში. რაც შეეხება საქმის სხვა დეტალებს, სამართლებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე დამატებით კომენტარი არ გაკეთდება“, - განაცხადეს პროკურატურაში.

ინფორმაციისთვის, 2017 წლის 4 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში მთავარი პროკურატურა აღნიშნავდა, რომ საქართველოს პროკურატურამ პოლონეთის მხარეს ინტერპოლის არხებით მიმართა. პარალელურად, 4 აგვისტოს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის პროკურატურას. ამავე დღეს, 4 აგვისტოს, ვარშავის ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ მიიღო ქართული მხარის მიერ გაგზავნილი დოკუმენტაცია, რაც მათი მხრიდან დადასტურებულ იქნა თბილისის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს წარმომადგენელთან სატალეფონო საუბრისას.



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 შსს-მ შრი-ლანკის რვა მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, N1 სამმართველოს
 კანონს, რომლის საფუძველზეც მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხორციელდება, ვადა 2019 წლის 1-ელ იანვრამდე უგრძელდება
კანონს, რომლის საფუძველზეც მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაცია ხორციელდება, ვადა 2019 წლის 1-ელ იანვრამდე უგრძელდება.
 შსს-ს გამომძიებლებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე დამატებითი გადამზადების კურსი გაიარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ინიციატივით და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, სამინისტროს
 შსს-მ კახეთში ქურდობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
შსს-მ ქურდობის ბრალდებით, კახეთში 1995 წელს დაბადებული ლ.შ., 1998 წელს დაბადებული გ.კ., 1982 წელს დაბადებული ზ.გ. და 1988 წელს დაბადებული ლ. მ. დააკავა.
დიმიტრი გვრიტიშვილი იმ ინიციატივას განმარტავს, რომლითაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებზე დისციპლინური დევნა უნდა გავრცელდეს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი იმ ინიციატივას განმარტავს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილს
ნაზი ჯანეზაშვილი - ინიციატივა, რომ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებზე დისციპლინური პასუხისმგებლობა გავრცელდეს, დრაკონულია
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ საბჭოს ყველა წევრზე დისციპლინური პასუხისმგებლობის გავრცელება,
შსს-ს ინფორმაციით, პანკისელმა ბესლან წუწაშვილმა, რომელსაც ოჯახი 16 დღე ეძებდა, საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა
პანკისელმა ბესლან წუწაშვილმა, რომელსაც ოჯახი 16 დღე ეძებდა, საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინფორმაცია შინაგან საქმეთა
 6 თვის ტყუპებზე მოძალადე ძიძა - ვაღიარებ, რომ არასწორად მოვიქეცი
ვაღიარებ, რომ ცუდად მოვიქეცი. არ უნდა გამეკეთებინა ნამდვილად, – ამის შესახებ 47 წლის ძიძამ, რომელიც 6 თვის ტყუპებს სისტემატურად სცემდა, სასამართლო
თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
შსს დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.