არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4578
EUR
1 EUR
2.8597
RUB
100 RUB
3.8955
24-06-2018
უზენაეს სასამართლოში სისხლის სამართლის სტატისტიკის ანგარიშის გამოცემის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
17:56 13-02-2018
უზენაეს სასამართლოში სისხლის სამართლის სტატისტიკის ანგარიშის გამოცემის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სისხლის სამართლის სტატისტიკის ანგარიშის გამოცემის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ მემორანდუმში მონაწილე უწყებები: საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს მთავარი პროკურატურა, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

სასამართოს ინფორმაციით, შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. მან ხაზი გაუსვა მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხის მნიშვნელობასა და აქტუალობას, წინამდებარე მემორანდუმის დახვეწის საჭიროებას და აღნიშნა, რომ თანამშრომლობის მემორანდუმის საბოლოო სახით მიღება სწორედ ამ პროცესში მონაწილე უწყებების წარმომადგენელთა მიერ გამოთქმული და გაზიარებული მოსაზრებებით იქნება შესაძლებელი.

შეხვედრა წარიმართა აქტიური დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში. შეხვედრის დასასრულს, მონაწილე უწყებების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა მომდევნო შეხვედრის ერთი თვის ვადაში გამართვის თაობაზე, სადაც თანამშრომლობის მემორანდუმი საბოლოო სახით იქნება წარმოდგენილი.

უწყებათა წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს სისხლის სამართლის საქმისწარმოების ინტეგრირებული, ერთიანი სისტემის შექმნასა და მის შემდგომ დახვეწაზე, პროცესში მონაწილე სხვადასხვა პასუხისმგებელი უწყებების ჩართვით. ისაუბრეს აგრეთვე სხვადასხვა უწყებების მხრიდან თანამშრომლობის მემორანდუმის პროექტით გათვალისწინებული სტატისტიკური ინფორმაციების ჩასწორებასა და დაზუსტებაზე, რათა საბოლოო სახით მიღებული მემორანდუმის ტექსტი შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) მოთხოვნებსა და სახელმძღვანელო მითითებებს. წამოჭრილ იქნა საკითხი იმის შესახებ, რომ თანამშრომლობის მემორანდუმში მონაწილე უწყებებმა სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს მიაწოდონ მონაცემები სისხლის სამართლის სტატისტიკის შესახებ ორ ენაზე, კერძოდ, ქართულად და ინგლისურად, რათა შემდგომში თავიდან იქნას აცილებული ის ხარვეზები, რომელიც თარგმნის პროცესში სხვადასხვა უწყების კომპენტენციის ფარგლებში არსებული ინფორმაციის დამუშავებისას შეიძლება წარმოიშვას.



InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 მოტოციკლის ქურდობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთ ღამის კლუბში მყოფი სტუმრის კუთვნილი მოტოციკლის ქურდობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა.
 შსს-მ შრი-ლანკის რვა მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, N1 სამმართველოს
 კანონს, რომლის საფუძველზეც მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხორციელდება, ვადა 2019 წლის 1-ელ იანვრამდე უგრძელდება
კანონს, რომლის საფუძველზეც მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაცია ხორციელდება, ვადა 2019 წლის 1-ელ იანვრამდე უგრძელდება.
 შსს-ს გამომძიებლებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე დამატებითი გადამზადების კურსი გაიარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ინიციატივით და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, სამინისტროს
 შსს-მ კახეთში ქურდობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
შსს-მ ქურდობის ბრალდებით, კახეთში 1995 წელს დაბადებული ლ.შ., 1998 წელს დაბადებული გ.კ., 1982 წელს დაბადებული ზ.გ. და 1988 წელს დაბადებული ლ. მ. დააკავა.
დიმიტრი გვრიტიშვილი იმ ინიციატივას განმარტავს, რომლითაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებზე დისციპლინური დევნა უნდა გავრცელდეს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი იმ ინიციატივას განმარტავს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილს
ნაზი ჯანეზაშვილი - ინიციატივა, რომ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებზე დისციპლინური პასუხისმგებლობა გავრცელდეს, დრაკონულია
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ საბჭოს ყველა წევრზე დისციპლინური პასუხისმგებლობის გავრცელება,
შსს-ს ინფორმაციით, პანკისელმა ბესლან წუწაშვილმა, რომელსაც ოჯახი 16 დღე ეძებდა, საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა
პანკისელმა ბესლან წუწაშვილმა, რომელსაც ოჯახი 16 დღე ეძებდა, საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინფორმაცია შინაგან საქმეთა
 6 თვის ტყუპებზე მოძალადე ძიძა - ვაღიარებ, რომ არასწორად მოვიქეცი
ვაღიარებ, რომ ცუდად მოვიქეცი. არ უნდა გამეკეთებინა ნამდვილად, – ამის შესახებ 47 წლის ძიძამ, რომელიც 6 თვის ტყუპებს სისტემატურად სცემდა, სასამართლო
თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
შსს დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.