არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4686
EUR
1 EUR
3.0435
RUB
100 RUB
4.3637
22-02-2018
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე #51-ე სკოლის დირექტორი და სასწავლო ნაწილი დაკითხეს
18:33 13-02-2018
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე #51-ე სკოლის დირექტორი და სასწავლო ნაწილი დაკითხეს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოში #51-ე სკოლის დირექტორი და სასწავლო ნაწილი დაიკითხნენ. მათ ჩვენებები დახურულ სასამართლო სხდომაზე მისცეს.

როგორც ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის შემდეგ ადვოკატებმა განუცხადეს, აღნიშნული მოწმეები არ იყვნენ პირდაპირი მოწმეები და, შესაბამისად, მხოლოდ მონაყოლ ინფორმაციაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, სასამართლომ დასაშვებად ცნო დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულება, კერძოდ, ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

"მტკიცებულება არის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელში მითითებული ინფორმაციაც ძალიან განსხვავდება ბრალდების მხარის ექსპერტიზის დასკვნისგან. შესაბამისად მიმაჩნია, რომ სასამართლო დიდწილად შესაძლოა სწორედ აღნიშნულ ინფორმაციას დაეყრდნოს. რაც შეეხება დღეს დაკითხულ მოწმეებს, ეს მოწმეები არ იყვნენ პირდაპირი მოწმეები. მათ ისაუბრეს იმ გარემოებებზე, რაც მათთვის შემთხვევის შემდეგ გახდა ცნობილი", - განაცხადა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოსა და კანადის მოქალაქის სარჩელს არსებითად განიხილავს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე კოლეგია არსებითად განიხილავს საქართველოსა და კანადის მოქალაქის გიორგი-სპარტაკ ნიკოლაძის
მეზობლები თემქაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობის შესახებ გარკვეულ დეტალებზე საუბრობენ
თემქაზე ნაპოვნ ახალგაზრდა გოგონას ცივი იარაღით ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის სავარაუდოდ, ყელის არეში აქვს მიყენებული.
შსს-ს ინფორმაციით, თემქაზე მოკლულ 21 წლის გოგოს სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება
შინაგან საქმეთა სამინისტრო თემქის დასახლებაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის აღმოჩენის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, 21 წლის გოგონას სხეულში
თემქაზე ახალგაზრდა გოგონა მოკლეს
თემქაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ნაპოვნია ახალგაზრდა გოგონას ცხედარი, რომელიც დაუდგენელმა პირმა მოკლა.
სასამართლომ ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული მ.გ. დამნაშავედ სცნო
Amnesty International - მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში, ჩაბუქს წამების საფრთხე ემუქრებოდა, მისი განაცხადი საქართველოში ლტოლვილის სტატუსზე არ დაკმაყოფილდა
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში, მუსტაფა ჩაბუქს წამებისა და არასათანადო მოპყრობის რეალური
Amnesty International - მუხთარლის ბრალდებების შესწავლის მიზნით გამოძიება დაიწყო, გამოძიების მიერ რაიმე არსებითი შედეგის მიღწევის შესახებ ცნობილი არ არის
აფგან მუხთარლის ბრალდებების შესწავლის მიზნით გამოძიება დაიწყო, გამოძიების მიერ რაიმე არსებითი შედეგის მიღწევის შესახებ ცნობილი არ არის,
 იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების კენჭისყრა გაიმართება
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების კენჭისყრა გაიმართება. კენჭისყრის პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული.