არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4478
EUR
1 EUR
2.8458
RUB
100 RUB
3.9292
16-07-2018
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში ასაჩივრებენ
15:05 13-03-2018
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში ასაჩივრებენ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში ასაჩივრებენ.

საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში დეკანოზის უფლებადამცველებმა ჩააბარეს. ადვოკატები უზენაესი სასამართლოსგან მოითხოვენ, რომ სასამართლომ საქმე მიიღოს წარმოებაში, ამასთან, დაინიშნოს ზეპირი მოსმენა, რათა მხარეებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება მიეცეთ.
„სამწუხაროდ, მივედით იმ ეტაპზე, რომ ვასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში აღნიშნულ საქმეს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ საქმე მიიღოს წარმოებაში უზენაესმა სასამართლომ. ასევე ვითხოვთ დაინიშოს ზეპირი მოსმენა. ჩვენი მიზანია, რომ აღსრულდეს სამართალი. თუმცა ძალიან დიდი მოლოდინი არ გვაქვს, რომ უზენაესი სასამართლო ბოლომდე თავისუფალი იქნება“, - განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

უფლებადამცველებს იმედი აქვთ, რომ უზენაესი სასამართლო წინა ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას დეკანოზის პატიმრობის შესახებ შეცვლის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადვოკატები სარჩელის შეტანას სტრასბურგის სასამართლოში აპირებენ.

„უზენაეს სასამართლოს აქვს ექვსთვიანი ვადა, რათა აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღოს. თუმცა, ჩვენ აქედანვე გვაქვს მზადება დაწყებული ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქმის გასაჩივრებისათვის“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დეკანოზი გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო. ასევე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალში. მკვლელობის მომზადებისთვის დეკანოზს 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ, ხოლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. სასჯელის შთანთქმის პრინციპით უფრო მაღალმა სასჯელმა შთანთქა დაბალი სასჯელი და საბოლოოდ, გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 გიორგი გახარიამ და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი
საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო
 გურამ დონაძე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის მიერ მომზადებულ დასკვნას ყალბს უწოდებს
ბუტა რობაქიძის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე, სამხარაულის
 შალვა თადუმაძე - ძალიან ბევრი საქმე შეიძლება საგადასახადო ამნისტიას მიებას, რადგან ვიცით, რომ სისხლის სამართლის დევნა გადასახადის გადაუხდელობის გამოც ხორციელდებოდა
მთავრობის პოლიტიკა არის პირობითად, საგადასახადო ამნისტიის ნაწილში და ძალიან ბევრი საქმე შეიძლება ამ ამნისტიას მიებას, რადგან ვიცით, რომ სისხლის
 ბუტა რობაქიძის საქმის პროკურორი - ექსპერტი ამბობს, რომ 10-წუთიან ვიდეოში არის 36 წყვეტა, მათ შორის არის 8 დაჩქარებული წესით გაკეთებული მონტაჟი
ექსპერტი ამბობს, რომ 10 წუთიან ვიდეოში არის 36 წყვეტა, მათ შორის არის 8 დაჩქარებული წესით გაკეთებული მონტაჟი და ხელოვნურად ჩარევის შედეგად
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივაზე კენჭისყრა გადადო
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივაზე კენჭისყრა გადადო. ჯანეზაშვილის ინიციატივა ითვალისწინებდა, გაიცეს
შსს - გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული  შახტები დღესვე დაილუქება - ადმინისტრაციის ყველა პასუხისმგებელი პირი გამოკითხვაზეა გადაყვანილი
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, მინდელის შახტის ადმინისტრაციის ყველა
კოკა კობალაძის ადვოკატი - მახარებს ის ფაქტი, რომ შსს-ში აღარ ხდება ხელის დაფარება
ჩვენი მოთხოვნა მაქსიმალურად არის დაკმაყოფილებული, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიციელების მიერ ნაცემი კოკა კობალაძის ადვოკატმა
ქუთაისში ავარიას ერთი პოლიციელი ემსხვერპლა, მეორე კი დაშავდა
ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პოლიციის მე-6 განყოფილების თანამშრომელი გარდაიცვალა, მეორე პოლიციელი დაშავდა და სამედიცინო
კოკა კობალაძე - მინდა, მადლობა გადავუხადო შს მინისტრს, რადგან ჩემს სახლში მომხდარის გამო სამსახურიდან დაითხოვა ოთხი პოლიციელი
პოლიციელების მიერ ნაცემი კოკა კობალაძე, მის საქმეზე შსს-ს რეაგირებით კმაყოფილია. როგორც კობალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,
აკაკი ზოიძე - მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ